#60608144 · 5 Aug 2023, 17:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
TUZI_MAQCIA ფიშინგის ძალიან გავრცელებული ფორმაა. ზოგჯერ საქართველოს ფოსტის სახელით მოდის მაგრამ სულ სხვა ლინკი აქვს. პირველ რიგში გამომგზავნს უნდა შეხედო, ფოსტები ასეთი ღია ნომრებით არ აგზავნიან მესიჯს. საქფოსტას მაგალითად GPOST ეწერება ბმულსაც უნდა შეხედო, რამდენად შეესაბამება ფოსტის ოფიციალურ საიტს. შეგიძლია ტრეკინგის ნომერიც გადაამოწმო ოფიციალურ საიტებზე, უპს, საქფოსტა, თუნდაც 17track.net. მაშინვე გამოჩნდება რომ ეგ გზავნილი არ არსებობს. ამ კონკრეტულ ნომერზე რამდენიმე შესაძლო ფოსტას აჩვენებს და ნებისმიერზე რომ გადაამოწმო, not found გეუბნება. სმს-ის ვებსაიტზე კი რომ შედიხარ მაშინვე თანხის გადახდას და პირადი ინფოს შეტანას გთხოვს, ბარათის მონაცემების ჩათვლით. 3 ევრო თითქოს არაფერი, მაგრამ მაგ მონაცემებით შემდეგ დაგიცარიელებენ ბარათს და ვერც იპოვი ვინ ქნა.
--------------------
Ave Gijmaj! თაყვანი მეცით, თქვენი ახალი ღმერთი ვარ!!! -- უნდა იყო აჩქარებული მაგრამ ნელი. საოცარი რამეა. ვინც ამას შეძლებს აუცილებლად გადადგავს სწორ ნაბიჯებს. -- Every person, all the events of your life are there because you have drawn them there. What you choose to do with them is up to you.
|