აივ ინფექციის რისკი საქართველოში - ადგილობრივები და ახლა უკვე მიგრანტებიც
საქართველოში აივ ინფიცირების 11 520 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 4-მილიონიანი ქვეყნისთვის შემაშფოთებელი მაჩვენებელია.
რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შიდსის ცენტრი 226 უცხოელ პაციენტს მოემსახურა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ დიაგნოსტიკა და მკურნალობა უფასოა, უცხოელებს პროგრამებზე წვდომა შეზღუდული აქვთ.
„ტრანსგენდერი ადამიანები, ასევე მამაკაცები, რომლებსაც მამაკაცებთან აქვს სექსი - ბევრი გამოიქცა რუსეთიდან საქართველოში და ისინი ამ წამლებს იღებენ, - ამბობს მაკა გოგია, - თუ უკვე დაავადებულია და მოქალაქე არ არის, წამალი თავად უნდა შეიძინოს. ეს წამლები აფთიაქში არ იყიდება. ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურად ჩამოაქვს ბენეფიციარებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ან გამონაკლისის სახით, უკრაინის მოქალაქეებისთვის. რუსები ონლაინ პლატფორმებიდან იწერენ ან რუსეთში აგზავნიან საბუთებს და წესით, იქიდან უნდა გამოუგზავნონ წამლები. ვიცი, რომ რამდენიმეს გამოუგზავნეს.“
2025 წელს საქართველოში აივ ინფიცირების 516 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მკურნალობს 7 163 ადამიანი, მათგან 734 - აფხაზეთში.
საქართველოში რეგისტრირებული ინფიცირებულებიდან 2883 ქალია, ხოლო 8637, ანუ თითქმის ოთხჯერ მეტი - მამაკაცი, 2466 გარდაიცვალა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%90...0h_aHp0BORpYrcw