#60615439 · 9 Aug 2023, 00:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართულ ტელევიზიებს - 2008 წლის არქივები არ გაქვთ? რა ხდებოდა ავნევსა და ნულში. ოსები(რეალურად რუსები) როგორ ბომბავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას.
ავტომატის სროლები ყოველთვის გვესმოდა ოსების მხრიდან. რა უნდოდათ, რატომ ისროდნენ? შეტევა ქართულ სოფლებზე განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის 1 აგვისტოდან, როდესაც ჰაუბიცებით და უფრო ძლიერი საშუალებებით ისროდნენ.. გაანადგურეს მთლიანად სოფლები. შეუძლებელი ხდებოდა იქ ცხოვრება. მხოლოდ მოხუცები არ ტოვებდნენ მამა-პაპისეულ სოფლებს.
ჯერ კიდევ ომამდე. წინა წლებში რამდენი ადამიანი შეიწირა, სეპარატისტების მხრიდან უბრალო ავტომატით ნასროლმა ტყვიებმა. სროლები და დაძაბულობა კარგად მახსოვს. დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეებიც.
სად არის ამის კადრები ტელევიზიებო? რატომ არ ეძებთ არქივებში კარგად? დღეს თოთოეული ასეთი ვიდეოს გამოქვეყნება, საქართველოს წაადგება საერთაშორისო დონეზე, ჩვენი სიმართლის გავრცელებაში.
ატრიალებ ინტერნეტს და ოსების მიერ დაბომბილი ქართულ სოფლებზე მხოლოდ ერთ ვიდეოს აგდებს. სულ ეს იყო? მეტი არაფერი ყოფილა 8 აგვისტომდე?
წლების განმავლობაში ცხოვრობდა ხალხი დაცხრილულ სახლებში და სროლები არ წყდებოდა. სადაა ძველი არქივები?
[
--------------------
_________Liverpool____________
“I'm living the dream" - C.J
http://b.pix.ge:81/r/h7reu.gif
https://twitter.com/SkySportsNews/status/888413626465476609
|