ბოლო დროს ძალიან გახშირდა ინტერნეტ სივრცეში ადამიანთა კატეგორიები, რომლებსაც არა თუ სჯერათ მეორედ მოსვლის, არამედ დღე დღეზე ელოდებიან
ეგ კი არა ამის წინ უკვე ვინ მოთვლის მერამდენედ "იწინასწარმეტყველა" ნაკაკებეშნიკარმა (ახლაც აგრძელებს) ილომ ბოლო ჟამი კარს მოგვადგაო, მგონი 40 წელია უკვე ამას იძახის.
ისიც კარგად ვიცით მოსახლეობის უმეტესობა ბრმორწმუნე რომ გახლავთ და "მამაომ თქვა" საკუთარ აზრს ურჩევნიათ
ჰოდა სქროლაობისას მიყვარს ვიდეოებსა თუ პოსტებში კომენტარების წაკითხვა და ყველგან ჩიპები ელანდებათ (კოვიდოს აცრების პერიოდს ნუღარ გამახსენებიბეთ) ახლა ელანდებათ, მასონები, 5ჯ, ცაზე ფოტოშოპები და ა.შ
თუმცაღა არც კი დაფიქრებულან, რომ უკვე კარგა ხნის დაჩიპულები არიან და ამ დაზომბებული ხალხის გონებას კიდევ თვითონვე უმატებენ ტვინის საჭკნობ ფიქრებს (მარტო ფიქრები რომ იყოს რა უჭირს, საჯაროდ ამბობენ)
ახლა რომელიც შენ ამას კითხულობ და მე რომელიც ვწერ ჩვენც დაჩიპულები ვართ, ქვემოთ მარტივი მაგალითით მოგახსნებეთ.
თინეიჯერობისას ვებ პროგრამირრბაში ვმუშაობდი, კერძოდ "სეო"-ში და კარგად მახსოვს როგორ ვიყენებდი ხალხის ინტელექტსა და ფსიქოლოგიას თუ რა უნდოდათ ინტერნეტში, რას ეძებდნენ, მაგრამ ახლა ძებნაზე არ მაქვს საუბარი
დაკვირვებით ბევრჯერ შემიმჩნევია ჩვენი სმარტფონები შპიონობაში, ოღონდ აქამდე არ დამისქრინავს არ შემინახია
რამდენიმე კვირის წინ ცოლშვილთან ერთად დასასვენებლად გახლდით, მშვიდ წყნარ გარემოში ჰამაკში ვიწექი და ხან ტიკტოკით "ვიწამლავდი ჰაერს" ხან ფბ-ით
პირველივე საღამოს ფბზე რეკლამას მივაქციე ყურადღება რომ ზუსტად ისეთ ჰამაკს მთავაზობდა აქციაში, როგორშიც ვიყავი წამოკოტრიალებული

ნუ რა გაეწყობა, ცოლს ვაჩვენე მასონური ფიქრებისა და ეჭვების გარეშე
სადაც სტუმრად ვიყავით იქ ბავშვმა იპოვა რაღაც სავარჯიშო გორგოლაჭი და დააკოტრიალებდა აქეთ იქეთ, ხელიც არ მიხლია, არც სიტყვიერად მიხსენებია და არც კამერაში მოხვედრილა (32გბ-დან 29 სავსე მქონდა და ვეღარ ვიღებდი ფოტოებს)
ორ დღეში რეკლამა

კარგი ბატონო, რას როგორ ხვდება ეს ჩვენი სმარტფონები ვერ მივხვდი, ასეთი ამბები კი გრძელდებოდა
მეორადებში პატარა გოგოს ორი ცალი ბასანოჩკი ვუყიდეთ, ჩემთვის მინდოდა მაისურების ყიდვა და და იქ ეწყო გოგოს ბასანოჩკები მოგვეწონა თან პრანჭიაა ეს ჩვენი 2 წლის გოგო და ვარდისფერი და იასამნისფერი ვუყიდეთ, ოღონდ ერთი დიდი ზომის ჩანდა და თუ რამე უკან უნდა დაგვებრუნებია და ასეც მოხდა
საღამოს ცოლი მიგზავნის სქრინს ნახე დღეს რომ წამოვიღეთ ისეთია ახლებშიო

ზუსტად, ერთი ერთში ისეთი ბასანოჩკი, მე ვკითხე ფოტო ხო არ გადაუღეთქო, არაო
თქვენც თუ დააკვირდებით იპოვით ხოლმე ბევრ მსგავს შპიონიზმს
საერთო ჯამში იმის თქმა მინდა რომ ხალხმა ამ ჩიპების შიშში განვადებები გააკეთეს ფული აგროვეს ,ზოგმა ძროხა გაყიდა ზოგმა ბლოუჯობით გამოიმუშავა და ეს ესოდენ "მასონური" ჩიპები თვითონ იყიდეს და გვერდიდან არ იშორებენ
მათშორის მეც