ამ ბოლო დროს ვაკვირდები და კვარას მიმართ უკვე აშკარად ნეგატიური დამოკიდებულება იზრდება. თუნდაც გუშინდელი წაგების შემდეგ სეტანტას ფეისბუქის გვერდზე ნიშნის მოგებით და ირონიული პოსტებით ბევრი ადამიანი წერდა. არადა, წინა წელს მთელი საქართველო კვარას მზეს ფიცულობდა.
რა მოხდა ? ქართველებს გვჩვევია ადამიანის განდიდება და მერე მიწაში ცოცხლად დამარხვა, აქვე ქართული შურიანობის სტეროტიპის მოშველიებაც შეიძლება, მაგრამ, ჩემი აზრით, საქმე სულ სხვა რამში გახლავთ.
საქართველოს ახალგაზდულ ნაკრებში რომ არ ჩამოვიდა სათამაშოდ, მაგის გამო მეც გავაკრიტიკე და დამოკიდებულება არც დღეს შემიცვლია, მაგრამ ხვიჩას წარუმატებლობა არ გამიხარდება და პირიქით, მეც ძალიან მსიამოვნებს კვარას თამაშის ცქერა. მართალია, კვარადონას ბუმი სასაცილოდაც კი მიმაჩნდა და არც მიმიღია მონაწილეობა მაგ სიგიჟეში, მაგრამ წუხელ კვარას გამო ვუყურე იტალიის სერია A-ს, რომლის ყურება ყოველთვის მეჯავრებოდა.
მოკლედ, ცოტა კი გამიგრძელდა ჩემი დამოკიდებულების ხვიჩასადმი ახსნა, მაგრამ რომ არ დამეწერა არ შემეძლო.
ახლა იმას მოგახსენებთ თუ რატომ წამოვიდა კვარას მიმართ ასეთი ჰეითი, რომელიც ფორუმზეც თვალში საცემია.
მიზეზი არის ვაი-პატრიოტიზმი ))) ჯუმბერა ბიძიები, ციცინო დეიდები და ა.შ. ანუ ის ხალხი, რომელთა უმრავლესობა 24/7 ფეხბურთის ნაცვლად თურქულ სერიალებს უყურებენ და ქოცებს ხაზავენ, მოღალატეს ეძახიან იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მილანის, ინტერის და იუვეს გულშემატკივრობაზე გაიზარდენ. ანუ, თუ ისინი ნაპოლი როდესაც ხვდეობდა მათ საყვარელ გუნდს, არ ქომაგობდენ ნეაპოლელებს და საკუთარი გუნდის წარმატება უხაროდათ ყოფილან მოღალატეები

ამიტომ, ბევრს ამოუვიდა ყელში -ეს ყველგან ხვიჩას ძახილი და ისტერია და ნეგატიურად განეწყვენ ხვიჩას მიმართ. თავის დროზე მეც გამოვცადე, როდესაც ბავშვი ვიყავი კალაძის და მილანის ქომაგობას რომ მთხოვდენ და სწორედ მაგიტომ შემძულდა მილანი. ასე რომ, მესმის იმ ფეხბურთის გულშემატკივრების, რომლებსაც საყვარელი საფეხბურთო გუნდის ქომაგობას უკრძალავენ ხვიჩას გამო.
არ შეიძლება ასე ყველაფრის გადამლაშება მეგობრებო
არა