#60630605 · 15 Aug 2023, 16:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბევრჯერ ცადეს ამ კანონპროექტის მიღება პარლამენტში. ერთი რამ არ მესმის: სატანისტებს ან ვუდუს მიმდევრებს რომ დაეყენებინათ ეს კანონპროექტი, კიდევ მესმის. მაგრამ ქრისტიანის რელიგიური გრძნობები არის სიყვარული, სულგრძელობა, თმენა და მიტევება. . როგორ შეიძლება ამ გრძნობების შეურაცყოფა?
არ მოგწონს რამე? ლოცვა გააძლიერე. არ გაქვს შენი ღმერთის იმედი, პოლიციას რომ თხოვ დახმარებას? თუ თქვენი ღმერთი ისე სუსტია, რომ თქვენი დასაცავი გახდა?
თუ იმას ამტკიცებ, რომ რაჭის ტრაგედია ღმერთის რისხვაა, რატომ არ შეიძლება, რომ ღმერთმა შენც მოგივლონოს განსაცდელი, რაო, შენთან ყველაფერი რიგზეა? გაბრწყინებულია ეკლესია სიწმინდისგან? განა ღმერთი ვინც უყვარს, იმას არ ცდის? მიიღე თვინიერებით ღმერთის გამოცდა
|