მოკლედ ცოტა ხნის წინ ვიყიდე Unifi Dream Router (ეს მოდელია
https://store.ui.com/us/en/products/udr). მთავარ როუტერად ვიყენებ, პროვაიდერის კაბელზე მაქვს შეერთებული პირდაპირ WAN პორტით. ყველაფერი მუშაობს მაგრამ მაგთის IPTV-ის დაკონფიგურირებას ვცდილობ და ვერაფრით ვერ ვქენი
ცალკე ქსელი/vlan შევქმენი iptv-სთვის. IGMP snooping-იც ჩავურთე. IGMP proxy და IPTV supportიც ჩავურთე ამ შექმნილ vlan-ზე, მაგრამ ტვ ბოქსს რომ ვაერთებ არ მუშაობს მაინც.
გადავქექე ყველაფერი, რა აღარ ვცადე მაგრამ მაინც ვერ ვქენი. ვინმეს ხომ არ დაგიკონფიგურირებიათ ამ როუტერისთვის მაგთის iptv? ან ხომ არ იცით როგორ უნდა ვქნა?