"ქართული ოცნება" ეკუთვნის ყველას
ყველას,ვინც განიცდის საქართველოში არსებულ მძიმე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას,ვინც ადეკვატურად აფასებს გამომწვევ მიზეზებს და აცნობიერებს ვითარების შემდგომი გაუარესების პერსპექტივას,ვინც გამოსავალს ხელისუფლების სამართლიანი,დემოკრატიული არჩევნებით შეცვლაში ხედავს.
ქართული "ოცნების სახელმწიფო" იქნება ქვეყანა,სადაც მართვის სისტემა დაეფუძნება ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების განუხრელ დაცვას.
აღდგება ბალანსი აღმასრულებელ,საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას შორის,რაც გამორიცხავს ძალაუფლების თავმოყრას ერთი პოლიტიკური ძალის ხელში და ავტორიტარულ მმართველობას.
ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება ან განსაკუთრებული სახელმოწიფოებრივი მნიშვნელობის კანონი მიიღება მხოლოდ საზოგადოებასთან კონსულტაციებისა და კონსენსუსის პირობებში.
ხელისუფლების საქმიანობის მაქსიმალური გამჭირვალობა როგორც ბიუჯეტის,ისე ეროვნული უშიშროების პოლიტიკის განსაზღვრისას,უზრუნველყოფს ხელისუფლების ერთადერთი წყაროს,საქართველოს ხალხის ინტერესების დაცვას.
მედია გათავისუფლდება სახელმწიფო კონტროლისგან და თავად იქცევა ხელისუფლების კონტროლის მექანიზმად,რაც,თავის მხრივ,საზოგადოებას მრავალმხრივი,მიუკერძოებელი ინფორმაციის საფუძველზე არჩევანის საშუალებას მისცემს.
სასამართლო დაცული იქნება ნებისმიერი გარე გავლენისგან.მართლმსაჯულების აღსრულება დაეფუძნება ერთადერთ პრინციპს - კანონის უზენაესობას.
ქვეყნის გამთლიანება ჩვენი ოსი და აფხაზი თანამემამულეების ქართული სახელმწიფოსადმი ნდობის აღდგენით დაიწყება.
გვწამს,რომ ამ პრინციპისადმი საზოგადოების თითოეული წევრის ერთგულება,მიუხედავად ეთნუკური წარმომავლობის,რელიგიური აღმსარებლობის და პოლიტიკური მრწამსისა,"ქართული ოცნების" ასრულებამდე მიგვიყვანს.
ჩვენ ერთად შეგვქმნით ჩვენი ოცნების საქართველოს.
© ბიძინა ივანიშვილი
"ქართული ოცნების" ოფიციალური ვებ-გვერდი
http://www.georgiandream.geსაზ.მოძრაობა "ქართული ოცნების" გვერდი ფეისბუკზე :
http://www.facebook.com/pages/%E1%83%A1%E1...287745601262424"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის გვერდი ფეისბუკზე :
http://www.facebook.com/axalitaobaტელ :
მეილი : info@georgiandream.ge
+ 995 32 260 47 67
+995 32 260 44 17
+995 32 260 44 07
მისამართი : თბილისი,ერეკლე მეორის ქუჩა, მესამე შესახვევი
This post has been edited by BeQeX on 13 Dec 2011, 23:57
აი, ახლა, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ფრენა ჰაერში ჩიტების მსგავსად, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, გვაკლია მხოლოდ ერთი - შეგვეძლოს ცხოვრება მიწაზე, როგორც ადამიანებს.
ჯორჯ ბერნარდ შოუ