#62204221 · 4 Aug 2025, 12:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა მეგობრებო, მინდა ვიმსჯელოთ სპორტის და პოლიტიკის, ასევე, ეროვნული გუნდის თანაცხოვრებაზე. ჩემი აზრით, მნიშვნელოვან კითხვებზეა პასუხები გასაცემი: 1. არსებობს სპორტი პოლიტიკის გარეშე? 2. სპორტსმენები უნდა აფიქსირებდნენ პოლიტიკურ შეხედულებებს? 3. რამდენად სწორია სპორტსმენი ვერ/არ აფიქსირებდეს სამოქალაქო პოზიციას და ღიად უჭერდეს მხარს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას? 4. რამდენად სწორია გულშემატკივარმა გამოუცხადოს პროტესტი ეროვნულ ნაკრებს? 5. ჟურნალისტიკას რა როლი უჭირავს? როგორ შეიძლება გახდეს ჟურნალისტი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ჩვენს რეალობაში? 6. ქართული ფეხბურთი მოიცავს ქართულ საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთს ერთობლიობაში? 7. რომელი ქართულ სპორტს აქვს სუბსიდიის გარეშე განვითარების შესაძლებლობა?
--------------------
ეროვნულ ელემენტარული პაარტიის ლიდერი - გენადი ციცვიძე!
YNWA!
|