Ladiesman
Endure and survive

      
ჯგუფი: Members
წერილები: 16299
წევრი No.: 115510
რეგისტრ.: 13-May 10
|
#61591563 · 8 Oct 2024, 12:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შევეცდები ფაქტები დავალაგო და საერთო ჯამში მათი ანალიზი გავაკეთო:
1. რუსული კანონის ხელახლა ინიცირებამ და მიღებამ რა მოუტანა ქართულ ოცნებას? ოპოზიციის გაძლიერება, ხალხის კონსოლიდაცია და დასავლური სანქციები. ეს ნაცვლად იმისა, რასაც ივანიშვილი ამბობდა, არჩევნებამდე გავტეხავ წელშიო. თვლადი ინდიკატორები: აქამდე არნახული აქციები; ემიგრაციაში მინიმუმ ხუთჯერ მეტი ადამიანი მიდის არჩევნებზე, ვიდრე აქამდე; პოლიტიკური პარტიების რეიტინგები; ასი სანქცირებული ქოცი და დასავლეთში დაცლილი საბანკო ანგარიშები;
2. რუსეთთან დალაგება: ძალიან უნდათ, მაგრამ ვერ დალაგდნენ. რუსეთმა იმდენის უფლებაც არ მისცა, რომ ტერიტორიული მთლიანობის თემა წინასაარჩევნოდ გამოიყენონ. მაგალითად, 2020 წელს ალიევმა მისცა "გარეჯი საქართველოას" გამოყენების უფლება, ხმა არ ამოუღია აზერბაიჯანს. ახლა, კვირა არ გავა სახეზე ქაქი არ წაუსვას რუსეთმა ქართულ ოცნებას. თან აქებს, კარგია ჩვენსკენ რომ მოიწევთ, კარგად იქცევით, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობა და ასეთი ამბიციები დაივიწყეთო;
3. საარჩევნო კამპანიის ნაწილში: არსებობდა იმედი, რომ ივანიშვილი ივლის რეგიონებში და ეს მეტ წონას მისცემს მათ კამპანიას. სინამდვილეში, ეს გახდა შარჟის თემა თუ როგორ დადის კაცი დუშკაბინით და შეშინებული სახით როგორ კითხულობს დაწერილ ტექსტს, ისიც გაუმართავად. ამასთანავე, ხალხის ნახირივით აქეთ-იქით ტარებამ არაფერი მოიტანა, გარდა ამ ხალხისგან ანტიპათიისა. გათვლა იყო, რომ "დედა დედაა", "მშვიდობა", "ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ" და "ნაცებს დავასრულებთ" მესიჯებით რამე მოხერხდებოდა. აი გუშინღა მიხვდნენ, რომ არ არის საკმარისი და ირაკლი კობახიძე გამოვიდა (როცა ივანიშვილი ხელახლა გადამალეს), ოპოზიციას მოპარა მესიჯები - 200,000 სამუშაო ადგილიო, ეკონომიკაო, ესაო ისაო. ძალიან დააგვიანდათ, ეს სოციალური და ეკონომიკური დაპირებები კაი ხანია ოპოზიციამ წაიღო და ახლა წილში ჩაჯდომა დაგვიანებულია;
4. მთავარი წინააღმდეგობა ქართული ოცნების ქმედებაში: ყველა დეტალიდან ჩანს, რომ ხელისუფლებას სურს საერთაშორისო ასპარეზზე ლეგიტიმურად იყოს აღიარებული არჩევნები. საიდან ჩანს? მოიწვიეს დამკვირვებლები; რუსული კანონი, ფაქტობრივად, არ აამოქმედეს არჩევნებამდე, რათა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ხელი არ შეეშალოთ და ამან ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოს; ანტიკორუფციულ ბიუროს (რაჟდენს) გააუქმებინეს გადაწყვეტილება; ცესკოს თავმჯდომარე და მოადგილე ქადაგად არიან დამდგარები, დადიან ოპოზიციურ ტელევიზიებში, მათთვის საკმაოდ არაკომფორტულ გარემოში, და იტანენ საკმაოდ მძიმე პრესს; დადიან საერთაშორისო პარტნიორებთან ("გლობალური ომის პარტიის საელჩოებთან" და სხვადასხვა ორგანიზაციებთან). იმდენი ქნა ცესკომ, რომ ამერიკის ელჩმა შეაქო მათი ქმედება; ასევე, დაინერგა ელექტრონული ხმის მიცემა და ცემა-ტყეპაც არ არის იმ მასშტაბის, ძალაუფლების უზურპაციის წინ რომ უნდა იყოს.
ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ყველაფერი კარგად არის. ცხადია არ არის. ემიგრაციაში არ გაიხსნა საარჩევნო უბნები, ცესკოს "პროფესიონალი" წევრები სულ სუსის შერჩეული ქოცების პარტაქტივია, საარჩევნო კამპანიისას აღმართში ბრძოლა უწევს ოპოზიციას, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებები არის იმის მცდელობა, რომ საერთაშორისო ლეგიტიმაცია მოიპოვოს არჩევნებმა. როცა ხელისუფლების უზურპაციას და არჩევნების შედეგების გაუქმებას აპირებ, არც საერთაშორისო დამკვირვებლებს იწვევ, არც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მუშაობის აკრძალვას ერიდები, არც ელექტრონულ არჩევნებს აორგანიზებ და ა.შ.
უზურპაცია ვერ იქნება. ეს არა იმიტომ რომ არ იკადრებენ, ესენი ყველაფერს იკადრებენ, მაგრამ საქართველოსნაირ ურესურსო პატარა ქვეყანას არ შეუძლია არალეგიტიმური ხელისუფლება ყავდეს. ამის გაკეთების ერთადერთი შესაძლებლობა ის იქნებოდა, რომ პირდაპირ რუსეთის ჯარები შემოეყვანათ და გადაებარებინათ ქვეყანა. განა ამასაც არ იკადრებენ, მაგრამ რუსებთან ვერ არიან დალაგებულები და "გლობალურ ომის პარტიაზე" მეტად რუსების ეშინია ივანიშვილს. მავრმა თავის საქმე თუ გააკეთა, მავრს მოუწევს წასვლა.
შესაბამისად, გვაქვს ვითარება, როდესაც ქოცებს უწევთ ხელისუფლების გადაბარება. შეიძლება გაჭინჭყლდნენ, უსაფრთხოების გარანტიებზე ივაჭრონ, აქეთ და იქით, მაგრამ ბოლოს მაინც ასე მოხდება.
ჰოდა, ეს ყველაფერი თუ ასე ხდება (სხვანაირად უბრალოდ არ გამოდის), რა საჭირო იყო ამერიკის და ევროპის გადაკიდება? იმ ამერიკის და ევროპის, რომელიც ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების მოპოვებაში უნდა დაგხმარებოდა? არ არის აქ არანაირი ლოგიკა. რაში დაეხმარა ქართულ ოცნებას რუსული კანონის მიღება ან დასავლეთის გინება? ერთი არგუმენტიც არ არსებობს ამ ქმედებების სასარგებლოდ.
ეს სრული გაუგებარი აჯაფსანდალი შემდეგი დასკვნისაკენ გვიბიძგებს: არანაირი გეგმა არ აქვთ, არანაირი. თავიდან გეგმა იყო ის, რომ რუსები დაგოიმდებოდნენ, ავარდებოდნენ და ტერიტორიული მთლიანობის თემას გამოაყენებინებდნენ. ასევე, რომ დასავლეთი არის სუსტი და დაშანტაჟდება. არც ერთი გამოდგა სიმართლე და არც მეორე. რუსები თავს უფლებას ვერ მისცემენ თავიანთ ხელქვეითებს (სეპარატისტებს თუ სატელიტ სახელმწიფოებს) აჩვენონ, რომ ასე იოლად გადააგდებენ მათ. ეს კლიენტ-პატრონალისტურ პირამიდას აუყირავებთ გლობალური მასშტაბით. თან, ივანიშვილსაც არ ენდობიან. რუსებისთვის აფხაზეთი და ცხინვალი ბევრად უფრო სტრატეგიული მონაპოვარია, ვიდრე ივანიშვილის ბედი ამ არჩევნებში. დასავლეთი ივანიშვილამდე პუტინს ეგონა სუსტი, მაგრამ არ გამოდგა. მნიშვნელოვანი: მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ზეწოლა ქართულ ოცნებაზე აშკარაა, თუ დააკვირდებით, ჩინეთს ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია არჩევნებში ხელისუფლების მხარდასაჭერად. უფრო მეტიც, ანაკლიაზე ხელშეკრულების ხელმოწერა არჩევნების შემდგომ გადადეს. ესე იგი, ჩინეთს ხელები დაბანილი აქვს.
როგორ და რანაირად ჩაიდინა ამდენი სისულელე ქართულმა ოცნებამ? მაგალითად, ხელისუფლებაში მყოფ ნაციონალურ მოძრაობაში არსებობდა არაოფიციალური "პოლიტბიურო". მერაბიშვილს, ადეიშვილს, უგულავას, ბოკერიას, კიდევ უფრო მანამდე ოქრუაშვილს, სტრატეგიულ პოლიტიკურ საკითხებზე შეეძლოთ მიშასთვის ეთქვათ, რომ ესა თუ ის ქმედება სისულელე იყო. შეზღუდული, მაგრამ მაინც არსებობდა ფილტრი, მეტ-ნაკლებად ჰორიზონტული ურთიერთობა ვიწრო წრეში. შეცდომებს უშვებდნენ, მაგრამ ეს იყო კოლექტიური შეცდომები.
ქართულ ოცნებას ესეც არ აქვს. აქ არის ერთი კაცი და არიან არარაობები. იმ ერთ კაცს მაღალი თვითშეფასება აქვს და არ უყვარს, როცა არ ეთანხმებიან. სრულიად სტერილურია გარემო. ქართული ოცნების შიგნით ეს იციან და, კამათის ნაცვლად, ეუბნებიან იმას, რისი გაგონებაც იმ კაცს უნდა. ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი შესთავაზებს თავის სამსახურს მისი ბოდვების კარგად განხორციელებაში. ასე შემართებით მიდიან უფსკრულისკენ. რიტორიკა და ტონი აქვთ ისეთი, გეგონება გორბის "კვლევები" შეუცდომელი ჭეშმარიტება იყოს. და რა ამყარებს ამ რწმენას? ქართული ოცნების საარჩევნო სიაში ოთხმოცდამერაღაცე ნომრად ჩაწერილ ფშუტე თავს სჯერა, რომ ბიძინა ბრძენია, რომ მას მოფიქრებული ექნება რაღაც. აბა მართლა ხომ არ გადააბარებს ხელისუფლებას? ეს რწმენა, ბელადის უძლეველობისა თუ სიბრძნისა, სხვათაშორის, ოპოზიციური ამომრჩევლის ნაწილშიც შეინიშნება. მახსოვს, 2003 წლის 23 ნოემბრამდე სჯეროდათ, რომ შევარდნაძე ამხელა გამოცდილების პოლიტიკოსია და რამე როგორ არ ექნება მოფიქრებულიო. მახსოვს, ინგა გრიგოლიამ, მგონი 2000 წელს, დარწმუნებული ტონით კითხა შევარდნაძეს, საპრეზიდენტო ვადის ბოლოსთვის აფხაზეთის დაბრუნების გეგმა გექნებათ შემონახული და რა გეგმაა ესო? ბელადის სიბრძნისა და ფარული ჩანაფიქრების შესახებ მითები 2012 წელსაც ჩაიფუშა. სინამდვილეში, ისტორია ბევრად უფრო ბანალურია და ეს "უძლეველი" ხალხი არაადეკვატურ შეცდომებს უშვებს. ამის თუ ჯერ კიდევ არ გვჯერა, მალე კიდევ ერთხელ დავიჯერებთ. ბიძინას გეგმა არა აქვს.
|