რუსეთი იმუქრება, რომ მისთვის არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შეიერთებს.
რუსეთის მიერ საქართველოს ამ ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავამდე სამი დღით ადრე, 23 აგვისტოს, რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სტატია, რომელიც ეხება საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ომს უკრაინაში. მედვედევი პასუხისმგებლობას აკისრებს დასავლეთს, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებს.
15 წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს, სწორედ მედვედევმა, რომელიც მაშინ რუსეთის პრეზიდენტი იყო, მოაწერა ხელი განკარგულებებს საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32560930.htmlქოცებო ხო მიდით კიდევ გადაუსვით ღრუსეთს ხელი
ქოცებო მაგრად დაგიფასათ არა ერთგულება რუსეთმა