არანაირად არ მინდა პანიკის დათესვა, მაგრამ აუცილებელია იცოდეთ
ნახევარის საათის წინ, ჩვეულებრივად დავარტყი წრე ლისის ტბას, ახალი, განათებული წრიული ბილიკით..ბავშვთან ერთად ვიყავი, ბევრი ხალხი არ იყო (ძირითადად ადრე დილით დავდივარ, მაშინ გაცილებით ბევრია ხალხი)
და როცა მოვრჩით ერთ წრეს, დაცვის თანამშრომელი მოვიდა და მეუბნება - კიდევ ხომ არ აპირებთ წრის დატყმასო?..რა ხდება მეთქი? არაა რეკომენდირებული, დათვი შეამჩნიეს რამდენიმე დღეა ლისის ტბის მიდამოებში და საშიშიაო..ამ დროს განსაკუთრებითო..ღადაობ მეთქი და არაო, როგორ გეკადრებათო, პატრული და თბილისის მერიის მანქანები ამიტომ დარბიან აქ ეს დღეებიო..ყველგან ეძებენო, უბრალოდ პანიკის აწევა არ უნდათო..
მეორე ტიპი მოვიდა და იგივე მითხრა..რატო არ ეუბნებით ხალხს მეთქი, რავი ეგ ჩვენს დონეზე არ წყდებაო
პანიკის აწევა რო არ უნდათ ეგ გასაგებია, მაგრამ რო გამოვდიოდი - მერე კიდე მოვიდა იქ ხალხი...ახალგაზრდები, მოხუცები, საბავშვო ეტლებით იყვნენ ადამიანები, ელემენეტარული ინფორმაცია ხომ უნდა ჰქონდეთ?
მოკლედ, მაინც დავწერე რო გაითვალისწინოთ..
ემანდ ვეფხვის ამბავი არ განმეორდეს