ლამაზია, მაგრამ ბანაობა თუ არ შეიძლება, ტეხავს...
საოცნებო ადგილები არ მაქვს, მაგრამ სადაც ვერ წავედი და გამიტყდა, იმას ჩამოვწერ მეც

ისლანდიის ცისფერი ლაგუნაა სასწაული ადგილი.
2015-ში შტატებში ვიყავი პირველად, მაგ წელს დაიბადა ჩემი შვილი.
ბოსტონში ვიყავი და იქვე იყო ისლანდია, 150$ ღირდა ბილეთი, ორი გზა.
დამპატიჟეს, მაგრამ ვიზის არქონის გამო ვერ წავედი, არ გვქონდა მაგ დროს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა და მაიამიში მომიწია მაგის მაგივრად...
მე რო წამოვედი, ჩემი შვილი წავიდა, 4 თვის იყო, და მაგით მაინც გავისწორე მუღამი

მეორე 2019-ში კიდე შტატებში ვიყავი და მექსიკაში დამპატიჟეს, კანკუნში და საქართველოს არ აქვს უვიზო მექსიკასთან, ვიზაა საჭირო და ვერ წავედი...
და წელს, რამდენიმე დღის წინ გავიგე რო აშშ-ის ვიზა თუ გაქვს, ჩვეულებრივად გიშვებენ მექსიკაში

და მესამე შორეულ 2012-ში, ეგვიპტეში ვიყავი, შარმ ელ-შეიხში.
და ერთი დღე პირამიდებისთვის გვქონდა დაგეგმილი, შორსაა და მთელი დღე უნდოდა და იქ(სასტუმროში) ორი გოგო გავიცანი და ხვალ ჩვენთან ამოდი ნომერში, დავლიოთო...
ხო და პირამიდების დდშვც მეთქი და არ გავყევი ჩემ მეგობრებს.
და საღამოს ავედი მაგათ ნომერში და მართლა დავლიეთ, მარტო დავლიეთ, მეტი არაფერი

თან ისე დავლიე, რო მეორე დღეს პახმელიია გამო დაივინგის ტურიც გავმაზე

მოკლედ, ყველაფერი ჩემი სისულელეებით მაქვს, რაც ცხოვრებაში უსიამოვნება მქონია
This post has been edited by Frankens†ein on 1 Sep 2023, 09:29
Mens sana in corpore sano...