https://youtu.be/jOeXFhF5C3I?si=_QdNjo-7JQqTtCDRგურიაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. სტიქიის ზონაში მაშველებმა ერთი ცხედარი იპოვეს, დაკარგული ორი პირის მიმართ კი, საძიებო სამუშაოები გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, მაშველებმა ძებნის ღონისძიების ფარგლებში, ცხედარი სოფელ ჯუმათში იპოვეს.
გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, 112-ის მიერ გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ძლიერ სტიქიას გურიაში მსხვერპლი მოჰყვა. ნაპოვნია ერთი მოზარდის ცხედარი, კიდევ ერთ მოზარდსა და ერთ ზრდასრულს ეძებენ.
„გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.
სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.
მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს“, — აცხადებს შსს.
https://netgazeti.ge/life/686843/