დრაივი მაგარია, მარა ეგ ტრეკი მაგრად არ მევასება.
სად ეგ და სად ეს
ან თუნდაც ეს, დრაივის კადრების ნახვა როცა მინდა, ამათ ვრთავ ხოლმე
Zuka911ის ისტორია იცი, დრაივზე ხალხი კინოთეატრებიდან რო გარბოდა?
ტრეილერით მოატყუეს ხალხი, ხალხი ფიქრობდა რო მიდიოდა მაგარ ექშენზე, ფორსაჟის პონტში, და რეალურად სულ სხვა რამე მიიღეს.

ანუ სასაცილო რა არის იცი? ეგ რეფნის ამერიკული გადაღებული ფილმებიდან ერთადერთი ფილმია რომელიც ფინანსურად არ ჩავარდა, და მანდაც მარკეტინგული ხოდებით მოატყუეს ხალხი და ისე შეაგროვეს ფული.
საწყალი რეფნი, ვერ აფასებენ სათანადოდ, მაგის გამო ფილმებს ვეღარ იღებს, არ აქვს საკმარისი ფული, ამიტომ სერიალებზე გადავიდა.
ჯერ ამაზონ პრაიმმა შეიფარა, მერე ნეტფლიქსმა.
მარა ისე მე მაგის სერიალები მაგრად გამისწორდა ორივე, იქნებ ასე უკეთესიცაა.