მოკლედ სახელების ნაცვლად ცხოველებია და თქვენ თავად გამოიცანი ვინ ვინარის
ლომი ვირად გადაიქცა
ძროხა ვერ ჩამოყავთ ხიდან,
ავაზამ ბალახი ძოვა
თხა პანტერას გაეკიდა.
ყვავი წყლიდან არ ამოდის
გააშავა წყალი წმინდა,
გედმა წყალი მიატოვა
და ღრუბლებში გაიმინდვრა,
არწივმა წივილი მორთო
და წუმპეში გაიხიდა,
ღორმა მგლის ჭამა დაიწყო
მგელი კი ზღვას შეეხიდა,
ვეშაპი ტყეში ნავარდობს
ირემი უცქერის ციდან,
ტოროლა თაგვზე ნადირობს
კატა კი უცქერის მშვიდად.
ყველაფერი აირია გველი ბაყაყს შეუშინდა,
ძაღლი პატრონს ვეღარაცნობს
ბრაზით უყეფს აივნიდან,
მელამ ბარტყები შეჭამა
ეგონა რომ სხვისას ზრდიდა,
ქმარმა ცოლი მიატოვა
შეეხიზნა ქალსა სხვისას .
ლოქო ხიდან იგინება
იფურთხება ბურღავს ტვინსა,
კუ ღობეზე შემომჯდარა
აკრაჭუნებს ორსა კბილსა!!!
თქვენზე მომინდია დალშე
პ.ს ისე მელია იმერელია