ე.ი.
დღეს 6 საათზე მქონდა სეხვედრა ჩანიშნული ბელიაშვილზე
გლდანიდან გავედი 6 ის წუთებზე. ხიდებზე (ამერიკის საელჩოს მიმართულებით) იყო საშინელი საცობი.
ხოდა გადავწყვიტე ჩერეზ ფეიქრები (რომელიც უსაცობოდ გავიარე) სანაპიროზე გავსულიყავი ქსნის ქუჩისკენ და დიდუბის ხიდზე ასასვლელით ჩერეზ ხიდით გავსულიყავი ბელიაშვილზე.
ეს მონაკვეთი გავიარე სულ უსაცობოდ
როგორც კი სანაპიროდან დიდუბის ხიდის ასასვლელს მივუახლოვდი ვხედავ საპოლიციო ყვითელი ლენტებითაა გადაკეტილი უკან პატრული დგას. მეთქი რა ხდებაა. ვინმე ხო არ მოკლეს ან ვინმე ხო არ მო##ნეს
თან ვხედავ ვიღაცა მანქანით ამ ლენტერბსაა მიმდგარი და მანქანის მგზავრი გადმოხტა მანქანიდან აწია ეს ლენტები და შეჯლიგინდა (ნეტა მეც ესე მექნა

აი ჭკვიანი კაცი, ოღონდ მართლა ).
ხოდა მე როგორც პატიოსანმა კანონმორჩილმა მოქალაქემ, რადგან გზა გადაკეტილი იყო მოძრაობა გავაგრძელე სანაპიროსკენ. სადღაც 6ის ნახევრამდე ვიყავი მაგ დიდუბის ხიდთან.
ბევრი რო არ გავაგრძელო ისეთ საცობში მოვხვდი ქალაქის ცენტრისკენ მიმავალ გზაზე, რომ 8 ის ნახევარზე ძლივს დავბრუნდი სახლში

რათქმაუნდა შეხვედრაზე ვერ მივედი
სხვაგანაც შემხვდა ესეთი ასასვლელ/დამაკავშირებელი გზები პატრულებით გადაკეტილი.
სავარაუდოდ ჯიგრებმა პიკის საათებში საცობის განტვირთვის ახალ გზას მიაგნეს .
ხოდა რა მაინტერესებს ვის ტვინში მოიხარშა ესეთი დამაკავშირებელი ასასვლელ/ჩასასვლელი პასტარა მონაკვეთების პატრულით პიკეტირება?
ადამიანს თუ გადახვევა გინდა მაინცდამაინც მტკვარი უნდა გადაცურო ?
იმ ხალხმა რა ვქნათ ვინც მაინცდამაინც პირდაპირ და უკან არ დავდივართ? არ გვაქვს მოძრაობის უფლება? თუ ცურვა ვისწავლოთ?
რომელ სტანდარტში წერია ეგეთი სისულელე?
ან წინასწარ ხომ უნდა იყოს ხალხი გაფრთხილებული? თუნდაც გუგლ მეპზე ტრაფიკში რო დაამატო რომ ესა და ეს შესახვევი, მოსახვევი თუ სხვა დამაკავშირებელი მონაკვეთი გადაკეტილია ბევრი მოფიქრება უნდა?
არ შეიძლება რომ ვინმე სპეციალისტების დაქირავება მოხდეს ვისაც ტრაფიკის განტვირთვისთვის წესიერი რჩევების მოცემა შეუძლია? ჩემნაირად რო არ იწვალოს ხალხმა, როგორც დღეს მე გავწამდი რასაც ქვია.
ვისი პასუხისმგებლობაა ეს მერია? თუ პატრული? ვისი თვითშემოქმედებაა