ამერიკის შეერთებულმა შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი დაასანქცირა (
იხილეთ დეტალები) რას ნიშნავს ეს?
პირველ რიგში უნდა გავიაზროთ რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა არის ობიექტურობის საზომის სამართალწარმოებაში, ეს არ გახლავთ რუსეთის ფსბ-ს კანტორა, სანქციის ობიექტურობაზე მოპასუხე მხარე არის აშშ-ს სახელმწიფო, ასე რომ არც ფარცხალაძეს და არც სანქცირებულ მოსამართლეებს, არ აქვს არავითარი შანსი რომ საპირისპირო დაამტკიცონ, განა იმიტომ რომ ძალა აღმართს ხნავს, არამედ იმიტომ რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი დასკვნას ამზადებს დიდი კვლევის შედეგად და მას აქვს უტყუარი მტკიცებულებები რომელიც გაუძლებს ნებისმიერ ობიექტურ შემოწმებას, რაც ობიექტურ სასამართლო სისტემაში არსებობს. აქედან დასკვნა, ოთარ ფარცხალაძე არის რუსეთის აგენტი, შესაბამისად აქედან გამომდინარეობს ფაქტი რომ რუსეთის აგენტი გახლდათ საქართველოს გენერალური პროკურორი 2013 წ. 47 დღის განმავლობაში.
ახლა კი რაც შეეხება დედუქციას:
ოთარ ფაცხალაძე იყო ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი და ის საქმიანობდა კულისებს მიღმა ფლობდა დიდ გავლენას და გახლდათ საკვანძო ფიგურა ქართული ოცნების გუნდის ორგანიზებაში, თუ შევაერთებთ დედუქციურ დასკვნას ზემოხსენებულ ფაქტთან, გამოდის ქართული ოცნებაში მოქმედებდა რუსეთის აგენტი, მაგრამ ნიშნავს ეს თუ არა იმას რომ ქართული ოცნება კოლაბორაციონისტთა პარტიაა?__ მხოლოდ ამ ფაქტით არა! იმიტომ რომ ქართულ ოცნებაში შეიძლება მოქმედებდა რუსული გავლენის აგენტი ისე რომ პარტიას ეს არ მოეხსენებოდა, მაგრამ თუ ჩვენს დედუქციურ ანალიზში ჩავსვამთ სხვა ფაქტებს:
1. რუსი დეპუტატის მოწვევა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში) (გავრილოვის ღამე)
2. რუსეთ უკრაინის ომის პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილის ცალსახა პასუხი რომ არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს;
3. ანტიამერიკული რიტორიკა, ამერიკის ელჩის დაუფარავი ლანძღვა მათ შორის უშვერი სიტყვებით (ჩათლახი, და ა.შ.)
4. ანტი-ევროპული რიტორიკა, ევრო დეპუტატების ლანძღვა, ბრალდება რომ არის "ომის პარტიის წევრები" (მორიგი ბოდვა ფსბ-ს ჟარგონით)
5. ევროკავშირის კანდიდატის წევრობის პოლიტიკის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევა (გვარამიას დაპატიმრება, პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიციირება მხოლოდ იმიტომ რომ კონსტიტუციის დავალებას ასრულებს როგორიცაა ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის ძალისხმევის გაწევა)
6. რუსეთის 700 ათასი მოქალაქის საზღვრის კვეთა აქედან მესამედის საქართველოში დამკვიდრება;
7. რუსული ისტებლიშმენტის დაუფარავი ქება და მხარდაჭერა ქართული ოცნების ლიდერშიპისა;
8 . ანტი ნატოური პოლიტიკის გატარება, პარტნიორობის შეგნებული შესუსტება, წვრთნებში მონაწილეობაზე უარის თქმა;
9 . დასავლეთს სურს ომში ჩაგვრთოს ბოდვა;
10. "ბორენკა დარაგოი" სატელეფონო საუბარი ევტუშენკოვთან.
ჩამონათვლის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ ესეც საკმარისია დედუქციური სურათის შესაკრავად. ლოგიკის მეცნიერება ამტკიცებს რომ ლოგიკურია ის დაშვება რომელიც ერთდროულად ხსნის მრავალ მოვლენას. ჩვენ შეგვიძლია ზემოთჩამოთვლილი ფაქტები ავხსნათ ათასგვარი ცვლადით როგორიცაა, ცუდი სიზმარი, პახმელია, იქნებ იმან დედა შეაგინა, იქნებ ევრო დეპუტატი გეია და ასე ავხსნათ თითოეული მათგანი, მაგრამ ასევე შეგვიძლია ერთი ცვლადით ყველაფერს ახსნა მოუძებნოთ__ ქართული ოცნება კოლაბორაციონისტული პარტიაა.
დასკვნა თავად გამოიტანეთ.
ახლა კი დავუბრუნდეთ ფარცხალაძის დასანქცირების ფაქტს. ქართული ოცნება იძულებული გახდა დაეგმო ოთარ ფარცხალაძე და მხოლოდ უსუსური გაპრავებით სცადა მანიპულირება ფრიად კომიკური განცხადებით "გლობალური ომის პარტიის მცდელობაა არიოს ჩვენი ქვეყანა".
საქმე რაშია: თუ აშშ ასანქცირებს მოსამართლეებს კორუფციის ფაქტზე, ეს არის დიდი სირცხვილი, მაგრამ მასში არ არის ჩადებული პოლიტიკური მექანიზმი, რადგან აშშ-ს სანქციას არ შეუძლია მოქმედებაში მოიყვანოს საქართველოს პოლიტიკური სისტემა. ცხადია არსებობს ვალდებულება რომ მოსამართლეებზე აღიძრას საქმე, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება გაპრავდეს პოლიტიკური მოტივაციით, საქმე წინ ვერ წავა, და პოლიტიკურ სისტემას არაფერი ემუქრება,თანაც ეს ფაქტი ამტკიცებს მხოლოდ სასამართლო სისტემის კორუმპირებულობას, საქართველოში ეს წმინდათა წმინდა ტრადიციაა, ამის გამო ქართულ ოცნებას ჩრდილი არ მიადგება.
რუსული გავლენის აგენტობის გამო დასანქცირებას კი სულ სხვა ეფექტი აქვს: პირველ რიგში ასეთ დასკვნას მოყვა მტკიცებულებები, მეორეც ამ დასკვნას ერთგვარი შეხება აქვს საქართველოს კონსტიტუციის ფუძემდებლურ აქტებთან როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტში ცალსახად წერია რომ რუსეთი არის ოკუპანტი აგრესორი ქვეყანა, შესაბამისად ოკუპანტი ქვეყნის აგენტის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ უნდა შედგეს საგამოძიებო მოქმედება.
ცხადია არ მაქვს ილუზია რომ ოთარ ფარცხალაძეს გაასამართლებენ, მაგრამ ვხედავ კონკრეტულ ფაქტს რომ ოთარ ფარცხალაძე ქართული ოცნებისთვის იქცა ოკეანეში მცურავის ფეხზე გამობმულ ქვად. დღეის სწორს ქართული ოცნების კოლაბორაციონიზმზე გვაქვს არა მხოლოდ ვარაუდები არამედ ფაქტი რომ მათ რიგებში მოღვაწეობდა რუსი აგენტი, ამის გაპრავება კი შეუძლებელია!
და აი მოვედი ჩემი წერილის ძირითად კითხვამდე: რა მოხდება თუ ბიძინა ივანიშვილს ზუსტად იგივე ბრალდებით დაასანქცირებენ?__მე გეტყვით, მას ასე მარტივად ვერ დაიცავენ იმიტომ რომ ბ-ნი ივანიშვილი მოვა საქართველოს სახელმწიფოს ფუძემდებლური დოკუმენტების წინააღმდეგ და რჩება მხოლოდ ერთი გზა: სრული ჩრდილოეთ კორეიზაცია, თურქმენეთიზაცია, რუსეთიზაცია, ანუ დიქტატურა... მკიდია რას ამბობს აშშ-ს არ აგარევინებთ! ჩვენ შეიძლება გავიღვიძოთ ვარლამ არავიძის საქართველოში! შეძლებს დისკრედიტირებული გუნდი ძალაუფლების ძალით შენარჩუნებას? კაცობრიობის ისტორია გვპასუხობს რომ ვერა.
This post has been edited by mepar on 17 Sep 2023, 13:57