დავქორწინდით, ყაზახეთიდან არის, მე იქ ვცხოვრობდი და ვმუშაობდი 5 წელი და იქ გავიცანით ერთმანეთი, ერთ კომპანიაში ვმუშაობდით. გვერდიგვერდ ვიჯექით ოფისში. შევეჩვიეთ და ალბათ მოგვეჩვენა რომ გვიყავრდა ერთამნეთი.
თავიდან ყველაფერი კარგად იყო ,
მერე ნელ ნელა აირია, იყო გაუგებრობა, კამათი, ადვილად ღიზიანდებოდა და ყვიროდა, არ გამოხატავდა სითბოს, სიყვარულს საერთოდ, ჩაიკეტა მთლიანად მის თავში. ემოციურ კავშირზე საერთოდ არ გამოდიოდა.
ამასობაში გავიგე ორსულად ვიყავი.
ვიფირე, ბავშვის მერე უფრო შევდეგბოდით როგორც ოჯახი, უფრო დალაგდებოდა სიტოაცია.
მძიმე ტოქსიკოზის გამო, ორივემ ერთად გადავწყვიტეთ რამდენიმე თვე საქართველოში ჩამოვსულიყავი, რადგან იქ ფიზიკურად არავინ იყო რომ მოეხედა ჩემთვის, მე კი საწოლიდან ადგომაც მიჭირდა ისე ცუდად ვიყავი.
ჩამოვედი და რამდენიმე თვეში როცა უკვე ვფიქრობდი უკან წასვლას დაიწყო პანდემია.
ჩაიკეტა ყველაფერი, ვეღარ წავედი.
ვცდილობდი დისტანციური ურთიერთობა მაინც გვქონდა რომ ცოტა ხალისი და რომანტიზმი შეგვენარჩუნებინა.
ვწერდი ხოლმე, შემაწუხებლად არა, დღეში ერთხელ, ან ყოველ მეორე დღეს, რაღაც პატარა სასიამოვნო ტექსტებს, რომ მენატრება, რომ რა კარგი იყო ერთად, რაღაც სასიამოვნო მოგონებების გახსენება...
მისგან სრული იგნორი. არანაირი ინიცატივა, არანაირი პასუხი, არანაირი დიალოგი. ბოლოს მეც მომწყინდა ასე ცალმხრივად წერა და შევწყვიტე.
ბავშვი რომ ერთი წლის გახდა, ისევ კორონა ყველგან, კარანტინები, ჩაკეტილობა.
მაგრამ მაინც გადავწყვიტე რომ უნდა წავსულიყავი ქმართან, რადგან ბავშვი უმამოდ იყო, ისიც მეცოდებოდა მარტოა ცოლ-შვილის გარეშე მეთქი.
ურთულესი გზა გავიარე, ბევრი ფრენა შეჩერებული იყო, და ზუსტად 48 საათი ვიყავი გზაში პატარა ბავშვთან ერთად მარტო. სულ შიშში ვირუსი არ შეგვყროდა სადმე.
ჩავაღწიე როგორც იქნა, დაგვხდვა კარანტინი, 21 დღე პატარა სასტუმროს ოთახში ჩაკეტილი.
ბავშვს ძალიან უჭირდა, სულ ტიროდა, წუხდა, გარეთ გასვლას ითხოვდა.
მოკლედ ძალიან დიდი ტანჯვა წამებით გავიარე ეს 21 დღე.
მივედით სახლში როგორც იქნა.
ვფიქრობდი რომ ახლა ყველაფერი კარგად იქნებოდა, გვექნებოდა ბედნიერი ოჯახი და ცოლ-ქმრობა.
ზუსტად მეორე დღეს მეუბნება რომ უნდა განქროწინება გავკეთოთ , რადგან ბინის საყიდლად ბანკიდან ვალი უნდა აიღოს და უცხოელი ცოლი რომ ყავს, ბანკი თანხას არ აძლევს.
შემეშინდა , უცხო ქვეყანაში, ბავშვით , განქორწინება გავაკეთო, მერე რა იქნება? მე დეპორტი რო გამიკეთონ, ბავშვი რო არ გამატანონ საზღვარზე, არ ვიცოდი რა მეფიქრა, რა მექნა,
ვთხოვე ძალიან: მეშინია, იქნებ რამე სხვა გზა იყოს მეთქი?
- არა ! სხვა გზა არ არისო!
მაშინ იქნებ ცოტა ხნით გადადე ეს ბინის ყიდვა, ახლა ჩამოვედით, ასეთი რთული გზა გავიარეთ რომ ერთად ვყოფილიყავით და ახლა განქორწინება რო გავაკეთო , უკან რომ მომიწიოს წასვლა, მერე როგორ ვიქნებით მეთქი? როგორც ოჯახი ურთიერთობა უფრო გაფუჭდება მეთქი.
- ასეა არის საჭიროო. სხვა გზა არ არისო, თუ შენს გამო ბინა არ ვიყიდე, მაშინ მთელი ჩვენი ურთიერთობა შეცდომა ყოფილაო, საერთოდ რო დავქორწინდითო.
ამას ემატებოდა ის რომ იყო ძალიან უხეში, სულ გაღიზიანებული, ბავშვის შარვალი თუ დარჩებოდა დივანზე შემთხვევით, გამოვარდებოდა და მიყივიროდა, რატო რევ სახლსო.
ბავშვს ვბანდი და უცებ ონკანის დაკეტვა ვერ მოვასწარი სანამ საწოლზე დავაწვინე და დავბრუნდი, ისევ იგივე , გამოვარდა ოთახიდან და მიყვირა, ვერაფერს ვერ ახერხებ, საერთოდ რას აკეთებო.
თვითონ ამ დროს იწვა ტეელონით ხელში, არაფერში დახმარება არ უნდოდა. რამდენჯერ დავუძახე არ მოვიდა.
მაქსიმალურად შორს იჭერდა თავს ჩემგან, თითქოს კედელი იყო ჩვენ ორს შუა, არანაირი ახლო ურთიერთობა, არც სექსი.
მე ვცადე იქით რამდენეჯრმე ჩახუტება , რამდენჯერმე ხელის მოკიდება, ძალით და ზიზღით მიშორებდა.
ვისაც გონია რომ ძალიან მსუქანი ან მახინჯი ვიყავი , არ არის ასე. 59 კილო ვიყავი, საკმაოდ ნორმალურ და კარგ ფორმაში. გარეგნობაც საკმაოდ კარგი მაქვს.
მოკელდ ძალიან მაშინებდა მისი ასეთი საქციელი და პლიუს განქორწინებას რომ ითხოვდა.
რამდენჯერმე პატარა კამათის დროს, პირდაპირ მითხრა, წადით შენ და ბავშვი ისევ უკან შენს სახლშიო. რა მეთქი აქ ჩემი სახლი არ არის?!
სულ წუწუნებდა ბავშვისთის, ან საჭმელი, ან რამე როცა იყო საყიდელი, რა ძვირია, ფული იხარჯებაო.
არა და არ უჭირს, კარგად გამოიმუშავებს.
სხვათასორის მეც ვმუშაობდი ონლაინ და ჩემთვის პირადად რაც მჭირდება მე ჩემს თავს ვარჩენდი ასე ვთქვათ, სადამდეც მყოფნიდა ფული.
მოკლედ ვეცადე მაინც რომ რამე გამოსავალი მეპოვნა.
ახლობლებს დავუკავშირდი იქ იმ ქალაქში და ჩემმა ახლობელმა მითხრა რომ, ერთ ერთი ბანკის დირექტორი იყო მისი მეგობარი და თხოვდნენ რომ მიეცათ ჩემი ქმრისთვის ეს სესხი, და აიღებდა სესხს, არ ექნება პრობლემაო.
გამიხარდა, მივედი ჩემს ქმართან და ვუთხარი ეს მაბავი სიხარულით.
მისი რეაქცია იყო ასეთო: არ მინდა სხვისი დახმარებით რამის გაკეთება, მე მხოლოდ განქროწინებით მინდა ეს საქმე მოვაგვაროო !
ანუ რა უნდა გეფიქრა ასეთ სიტოაციაში სხვა, გარდა იმისა რომ ამ ადამიანს აღარ უნდევხარ როგორც ცოლი და ყველანაირად ცდილობს განქორწინებას.
შვილის დაკარგვის შიშთ გადავწყვიტე რომ არც ერთი წამი აღარ დავრჩებოდი იქ, ვუთხარი წავალთ მაშინ მე და ბავშვი ჩვენს ქვეყანაში და მერე გავაკეთოთ განქორწინება თუ ასე გინდა მეთქი.
კარგიო.
როცა ბიელთი უნდა გვეყიდა, ასე მითხრა, თქვენს გამო ისედაც ძალიან ბევრი დავიხარჯე, ( ბავშვიც იგულისხმა აქ ), ახლა მიდი და ეგ ბილეთები შენ თვითონ იყიდეო.
კარგად იცოდა რომ მაგდენი ფული არ მქონდა.
მოკელდ ისევ ახლობლებს ვთხოვე დახმარება , მიყიდეს ბილეთი და წამოვედით.
განქორწინება ვერ გავაკეთეთ დისტაცნიურად, ახლა ვგეგმავ რომ იქ უნდა ჩავიდე, მე მარტო ჩავალ და გავაკეთებთ.
მაგრამ მშობლები ტვინს მიჭამენ, ბავშვს მამა უნდა, ცოდოა უმამოდ, არ დაშორდე, შეურიგდი და მსგავი თემები.
იქიდან თვითონაც ამბობს ჩემი ქმარი რომ თუ ჩავალთ და დავბრუდნებით არ ააქვს პრობლემა , ვიცხოვროთ ერთადო.
ასეთ კაცს როგორ და რანაირად უნდა ვენდო? ან როგორ უნდა ავიტაო?
შემოდით ახლა აქ ზოგიერთები და ილანძღეთ როგორც გჩვევიათ, მაგრამ ზიზღის მეტს არაფერს აღარ ვგრძნობ მის მიმართ.