ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარის კურსი მკვეთრად გამყარდა დოლართან მიმართებაში. დღეს 2.63 დაფიქსირდა, რაც მემგონი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მიმდინარე წელს.
valutiskursi.com-ზე რომ ვნახულობ, ზუსტად 6 თვის წინ იყო 3.6-ზე, რაც ძალიან მკვეთრი ცვლილებაა. ძირითადი მიზეზი ალბათ მარტივი გამოსაცნობია - საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხები და განსაკუთრებით დიდი რაოდენობის უცხოელების შემოსვლა საქართველოში. როგორ ფიქრობთ, 2023 წლის ბოლომდე, დარჩება ლარი ასეთ დაბალ ნიშნულზე წინა პერიოდთან შედარებით?
This post has been edited by Spike1 on 23 Feb 2023, 02:01