სექტემბერი 05, 2023
რიკარდ იოზვიაკი
რადიო თავისუფლება, RFE/RL
კიდევ რამდენ გოლს გაიტანენ საკუთარ კარში? - ბრიუსელს ოფიციალური თბილისის პოზიცია კვლავ აოცებსთამამად შეიძლება ითქვას, რომ ბრიუსელი გაოგნებით შეხვდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების შესახებ... რამდენიმე დიპლომატმა, რომლებსაც ანონიმურობის დაცვის პირობით ვესაუბრე, მითხრა, რომ ვერ ხვდებიან, რა არის ცუდი იმაში, რომ ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი ხარჯებით მიემგზავრება ბრიუსელში, რათა მისი ქვეყნის სახელით წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება ითხოვოს.
ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ უკრაინა და მოლდოვა, რომლებსაც უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი, შემდეგ ეტაპზე - გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე - გადასვლის რეკომენდაციას მიიღებენ... საქართველოს შემთხვევაში ყველაფერი უფრო ბუნდოვანია. ის უკვე ერთი ნაბიჯით ჩამორჩება კიევსა და კიშინიოვს, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყანა. ეს პოლიტიკური საკითხია. ბრიუსელი თბილისისგან ვერ ხედავს იმავე ენთუზიაზმს, რასაც დანარჩენი ორი ქვეყანა ავლენს. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღების მცდელობამ და რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენამ ბრიუსელში გაკვირვება გამოიწვია. ისევე, როგორც მთავრობის მეთაურის განცხადებამ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა ნატოს გაფართოებას მოჰყვა.
მაგრამ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებული ეს ბოლო დრამა ახალ კითხვებს აჩენს.
„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღები თამასა ისედაც ძალიან დაბალია და ამასაც კი შეიძლება ვერ შესწვდნენ“, - ასეთი კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ერთმა დიპლომატმა. და ეს ციტატაც: „კიდევ რამდენ გოლს გაიტანენ საკუთარ კარში?!“ბრიუსელში პირველად მოვისმინე მოსაზრება, რომელსაც აქამდე მხოლოდ საქართველოს ოპოზიცია აჟღერებდა, რომ მთავრობა შეიძლება შეგნებულად ცდილობდეს კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებას, რათა შემდეგ ბრალი ბრიუსელს წაუყენოს და ამომრჩევლებს აჩვენოს, რომ ევროკავშირი სანდრო არ არის და საქართველოს მიღებას არც არასოდეს აპირებდა.იხ. სრული სტატია