#60725276 · 23 Sep 2023, 19:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პრორუსების ვერსია ყარაბაღის ბოლო კონფლიქტთან რაა:
პაშინიანმა დასავლეთისკენ გაიხედა, ამ დროს ალიევი რუსეთთან დალაგდა და რუსებმა აზერებს დაუთმეს ყარაბაღი.
ამავ დროულად იგივე პრორუსები როცა ჭირდებათ ამბობენ: აზერების უკან თურქები დგანან, თურქების უკან კი ბრიტანელები. რადგან მარტო აზერები და თურქები ამას ვერ გაბედავდნენ.
ამ ვერსიებს იძახიან ერთი და იგივე ადამიანები, გააჩნია რა ჭირდებათ. თუ ჭირდებათ რუსეთთან შეტენვის არგუმენტები, მაშინ ამბობენ ალიევი შეეტენა, პაშინიანი გამოეტენა ამიტომ მოხდა რაც მოხდაო.
თუ ჭირდებათ დასავლეთი როგორც არეულობის გამომწვევი, მაშინ ამბობენ რომ ეს ყველაფერი ბრიტანელებმა მოაწყვეს.
შემდეგ პირველ ვერსიას რომ დავუბრუნდეთ, ალიევი პუტინთან დალაგდა. ამის მიუხედავად დაჭირდა დიდი ომი 2020 წელს. ანუ ომი მაინც იყო. ხოდა ვინც ამ ვერსიას ამბობს, რომ ალიევი პუტინთან დალაგდა, იგივე ხალხი აგრეთვე ამბობს რომ ჩვენ უნდა დავლაგდეთ რუსეთთან და მოლაპარაკებების გზით დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო.
ხოდა ამ ლოგიკათა ერთობლიობას რომ მივყვეთ თუ რუსეთთან დალაგება მოლაპარაკებებით დაბრუნებას ნიშნავს რატო დაჭირდა ომი ალიევს?
და რომ არა სუპერ თანამედროვე იარაღი და ძალიან თანამედროვე ომი აზერების მიერ, ვერაფერსაც ვერ დაიბრუნებდნენ.
ხოდა იგივე ხალხი ვინც ამბობს რუსეთთან დალაგების გარეშე ჩვენ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ, არასდროს საუბრობს ძლიერ თავდაცვაზე. ძლიერ შეირაღებულ ძალებზე. ეს მათი ლოგიკით პროვოკაციაა და ომში ჩაგვითრევს.
რა იყო კულისებს მიღმა მაგაზე ბევრი ვერსია შეიძლება იყოს, მაგრამ კულისებს აქეთ რაც იყო და რაც 100 პროცენტით ჩანს, აზერბაიჯანმა აწარმოა სუპერ თანამედროვე შეტევითი ომი. ამის გარეშე ვერაფერს ვერ დაიბრუნებდა.
ხოდა ეს პროღორისტები, ერთ შეკრულ ვერსიაზე რომ შეჯერდნენ იქნებ უფრო დამაჯერებელიც იყოს...
|