
ბოკა ხუნიორსი — არგენტინული სპორტული კლუბი ბუენოს-აირესის გარეუბან ლა–ბოკადან. წარმოადგენს პროფესიონალურ საფეხბურთო კლუბს, რომელიც არგენტინის პრიმერა დივიზიონში ასპარეზობს.
ბოკა ხუნიორსი არგენტინისა და ზოგადად მთელი მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული კლუბია. სულ მოგებული აქვს 41 ტიტული, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე.


სტადიონი: La Bombonera
ტევადობა:57 754
პრეზიდენტი:დანიელ ანგელეკი
მწვრთნელი: ხული სეზარ ფალსიონი
დაარსდა 1905 წლის 3 აპრილს,როდესაც ხუთმა იტალიელმა ბიჭმა გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინა საფეხბურთო კლუბი, პირველი ჩემპიონობა კლუბმა 1919-1920 წლების სეზონში მოიპოვა, ,მას შემდეგ რაც დაამარცა სპორტ დე ალმაგრო საკუთარ მოედანზე.

სუპერკლასიკო:
ბოკა ხუნიორს ხანგრძლივი მტრობა აკავშირებს მისივე უბნის კლუბ რივერ პლეიტთან, კლასიკო მათი მონაწილეობით მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ყურებად თამაშად მიიჩნევა. მათ ერთმანეთში გამართული აქვთ 338 შეხვედრა,საიდანაც 126დასრულდა ბოკას გამარჯვებით, 107 რივერის, ხოლო 105 მატჩში გამარჯვებული არ გამოვლინდა. მიუხედავად ამ ორი კლუბის მტრობისა იყვნენ ფეხბურთელები,რომლებსაც ორივე გუნდის მაისური მოურგიათ.ესენი არიან: ხოსე მანუელ რომერო, ჰუგო გატი,ალბერტო ტარანტინი,ოსკარ რუჯერი,ხულიო ოლარტიკოეჩეა, კარლოს ტაპია, გაბრიელ ბატისტუტა,და კლაუდიო კანიჯა.


კლუბის 10 საუკეთესო მეგოლე:
1.მარტინ პალერმო (1997–01; 2004–2011) 236 გოლი
2.რობერტო ჩერო(1926–38) 221გოლი
3.ფრანცისკო ვარალო(1931–39) 194 გოლი
4.დომინგო ტარასკონი(1922–32) 193 გოლი
5.ხაიმე სერლანგა(1940–48) 128 გოლი
6.მარიო ბოიე(1941–49; 1955) 123 გოლი
7.დელფინ ბენიტეზ კასერესი(1932–38) 115 გოლი
8.პიო კორჩუერა(1941–48) 98 გოლი
9.პედრო კალომინო(1911–13; 1915–24) 96 გოლი
10.სერხიო მარტინესი(1992–97) 86 გოლი


ფანები:
ბოკა ხუნიორსი მიჩნეულია არგენტინის მუშათა კლასის კლუბად,2006 წლის მონაცემებით გუნდს გულშემატკივრობდა მთლაინად ქვეყნის მოსახლეობის 40%.

ათი ფეხბურთელი,რომლებასაც ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული
1.რობერტო მოუზო(1971–84) 426 მატჩი
2.ჰუგო გატი(1976–88) 417 მატჩი
3.სილვიო მარზოლინი(1960–72) 408 მატჩი
4.მარტინ პალერმო(1997–2001; 2004–2011) 404 მატჩი
5.კარლოს ნავარო მონტოია(1988–96) 400 მატჩი
6.ანტონიო რატინი(1956–70) 382 მატჩი
7.ერნესტო ლაზატი(1934–47) 379 მატჩი
8.რუბენ სუნე(1967–72; 1976–80) 377 მატჩი
9.ნატალიო პესკია(1942–56) 365 მატჩი
10.ხუან რომან რიკელმე(1996–02; 2007–) 352 მატჩი


დღევანდელი შემადგენლობა:
1.აგუსტინ ორიონი
2.როლანდო სკიავი
3.კლემენტე როდრიგესი
4.ფრანკო სოსა
5.სებასტიან ბატალია
6.მატიას კარუსო
8.დიეგო რივერო
11.ვალტერ ერვიტი
12.სებასტიან დ,ანჯელო
15.ნიკოლას კოლასო
16.პაბლო ლედესმა
17.ნიკოლას ბლანდი
32.ლეანდრო პარედესი
19 სანტიაგო სილვა
34.დავიდ აჩუკარო
38.კრისტიან ალვარესი
ოსკარ უსტარი
ალან პერესი
33.ჯონათან მაზოლა
მარიანო ტორესი
ბრაიან ფლორესი
* * *
აბა წარმატებები ბოკას ჩემპიონატში, იმსახურებდა თემას ჩემი აზრით, მართალია მთლად კარგი არ გამომივიდა მაგრამ მაინც
This post has been edited by Sean on 25 Jul 2012, 19:45