მანამდე მე რომ მოგილოცოთ, გამიბრაზდებით?
#საშობაო_საახალწლო_დალოცვა
ნინო დარბაისელი სტრონისაგან
ყველას, ვინც ქართველი ერის წევრია, ყველას, ვისაც თავი ასეთად მიაჩნია, იმის მიუხედავად, სადაც არ უნდა იყოს ფიზიკურად, ვულოცავ ახალი წლის დადგომას!
დაე, ეს წელი ყოფილიყოს უპირველესად, მშვიდობის, ევროინტეგრაციის გზაზე ახალ-ახალი, მნიშვნელოვანი წარმატებების წელი, წელი ეროვნული ერთიანობისა.
დაე სიტყვები ,,საქართველოს მოქალაქე” სიამაყით წარმოითქმებოდეს ნებისმიერ საზღვართან!
დაე, მალე, ღირსეულად შევუერთდეთ ევროპულ უსაზღვროებას!
ჯანის მრთელობა,
თითო ლუკმა პური და ყლუპი წყალი,
თავზე - ჭერი,
მკლავში - ძალა,
ფეხქვეშ - მიწა,
გულში- ხალისი,
გონებაში - უკეთესი მომავლის იმედი - არცერთ ოჯახს არ მოკლებოდეს!
ამის ზემოთ, ვისაც ღმერთი რას მისცემს - ღმერთისავე მადლითა და ძალით, ტკბილად შეერგოს!
იმრავლეთ!
არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ რაც მთავარია, სულიერად!
ნიჭის გასაქანი სამშობლოშივე გეპოვოთ და თუ სამშობლოში ჯერ არ იპოვება, სხვაგან შეძენილით - საქართველოს გამოსდგომოდეთ!
რაც მე დაგაკელით დალოცვა, მამაზეციერმა დაგიმატოთ!
გაგიმარჯოთ!
This post has been edited by nino darbaiseli on 31 Dec 2023, 21:10
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს.
...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004