მოგეხსენებათ, კარვები ოდითგანვე აღიზიანებდა ბიძოს, პირველად კარვები დაშალა ჰომოფობმა ალტინფომ, მოგვიანებით კალამ ბუჩქები ჩარგო, თუმცა კარვებს მაინც არ ეშველა და ამიტომ პირდაპირ "აიგძალოოოს" ო
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.
კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:
1. საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
2. ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
3. იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
4. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
ამასთანავე, კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
განმარტებითი ბარათი თანახმად, კანონპროექტის მომზადების პროცესში ავტორებს კონსულტაციები არავისთან გაუვლიათ (სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში).