#60784034 · 18 Oct 2023, 20:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აი, ასეთ რაღაცეებში ვინც მონაწილეობს, ადამიანი ამ მდგომარეობამდე ვისაც მიყავს, ან ღორისგაგდებულ დამვალებელს და ან ძაღლთაპირ შემსრულებელს, საერთოდ რისი იმედი აქვთ? რომ შერჩებათ? ვიდეო არ მინახავს, არ მაქვს მაგის ნერვები, ისედაც კარგად ვიცი რა და როგორ ხდება. ჰოდა, რისი იმედი აქვთ ამას ვინც აკეთებს, ვინც არ უნდა იყოს და ვისაც არ უნდა ემსახურებოდეს. გგონიათ, შეგრჩებათ არა, დევნა, ფსიქოზეწოლა, დაშინება? რას მელაპარაკებით , მართლა? ყველა პროფესიას თავისი გულუბრყვილობა ახლავს. ამ თქვენს საქმესაც მათ შორის და მშრალად გამოძვრომის რომ გჯერათ, ეგაა ზუსტად. შედეგებს ნახავთ! ამ ადამიანს კი, ვინც არ უნდა იყოს, გამძლეობას ვუსურვებ, ძლიერი და დამოუკიდებელი ადვოკატის მოძებნას და ბოლომდე ბრძოლას. მშიშარა ქვეშაფსიებია ეგენი ყველა, შნირ- ხაზეინებიანად, მოერევით!
|