ჯერ კალვინოს ტრილოგია წავიკითხე - ჩვენი წინაპრები - გახლეჩილი ვიკონტი, ბარონი ხეზე და არარსებული რაინდი.
მსუბუქი, ეგზისტენციალური და გემრიელი. კაფკას და სერვანტესის ნაჯვარი.
შემდეგ მაკარტის სისხლიანი მერიდიანი. მძიმე, ღრმა და საზარელი.
ორი წიგნი გამახსენა - მობი დიკი, რომელიც თვეების წინ წავიკითხე, და დანტეს ღვთაებრივი კომედია.
მელვილი აშკარა ინსპირაციაა. ჯერ რომ მოქმედება 1850 იან წლებშია, მაშინ როცა მობი დიკი იწერებოდა. პროზა რთული, არქაული და პოეტურია, მელვილის დაძველებულ ინგლისურზე არანაკლები. თან ცივი და ნათელი, როგორც ზამთრის მზე, რომელიც ცდილობს რომ ყველა დატეალი გაანათოს, ყველაფერი აღწეროს ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, და არ შეაღწიოს შინაგან სამყაროში. ცივი და დამაბრმავებელი ობიექტურობა, სადაც დეტალების გულისამრევი ტირანია სუფევს. და ადამიანები/სულები ჩაკარგული და დატყვევებული ამ დეტალებში, როგორც საზარელ ბედისწერაში. როგორც სულები დანტეს ჯოჯოხეთში. ყველაზე საზიზღარი წიგნია რაც წამიკითხავს, ყველაზე შესაზარი. ოდისეა ჯოჯოხეთში. ჯოჯოხეთი რომელიც ადამიანის ბუნების დამორჩილების მცდელობის პროდუქტია. ვერგილიუსის როლს მოსამართლე ჰოლდენი კისრულობს. რომელიც არის ანტრომორფული მობი დიკი, მაგრამ ამავე დროს ანტი მობი დიკი. კაპიტანი აჰაბი რომ მობიდიკი ყოფილიყო ,ის. უზარმაზარი, თერთრი, უთმო - მობიდიკური ატრიბუტებით. მაგრამ მობიდიკი თუ ბუნების მიუკერძოებელი და დაუძლეველი სისატიკის სიმბოლიზმია, მოსამართლე ადამიანური ცოდნის და ყველაფრის ცივსისხლიანი კონტროლის სურვილის სიმბოლიზმია. დოქტორ ფრანკენშტეინის ლაბორატორიაში გამოყვანილი ნიცშეანური ზეკაცი. ადამიანის შურისძიება ბუნებაზე, აჰაბის შურისძიება მობიდიკზე. საზარელი და დაუვიწყარი წიგნი.
* * *
ეგენი ავაგდე ეხლა წიგნების მაღაზიაში და რომელით დავიწყო ვფიქრობ.. ერთ ან ორ თვეს გამართობს.
ასამდე წიგნი მექნება ნაყიდი ამ მაღაზიაში.