kaiser Sozeყმაწვილი მივატოვე მე.
ვერ შევძელი წაკითხვა.
დოსტოევსკი როდესაც მომწონდა ჩემი ფავორიტი წიგნი იყო ეშმაკნი, მაგრამ ახლა გადაკითხვის შემდეგ ყველაზე ნაკლებად მომეწონა.
მოკლედ, რომ წაიკითხავ დააკვირდი კარგად ტექნიკურ მხარეს და ყველა დეტალს და თუ ობიექტურად შეფასებ დაინახავ დოსტოევსკის რეალურ დონეს. ნუ, მისი მსოფლმხედველობა და რწმენა ხომ ცალკე
ლიბერალიზმი რამხელა საფრთხეა კაცობრიობისთვის
ღმერთი რომ არსებობს მაგის დამადასტურებელია ადამიანის სინდისი რომელიც ღმერთმა ჩაგვიდო :დ
ეგ კანტს აქვს თუ სწორად მახსოვს თავის თეზისში ღმერთის დამადასტურებელი არგუმენტები რომ მოჰყავს.
ხოდა დოსტოევსკიმ გადმოიტანა ლიტერატურაში.
იმიტომ იკლავენ თავს დოსტოევსკის გმირები ან ღმერთან მიდიან აღსარებით
ერთი რასაც დოსტოევსკის ვერ დაუკარგავ არის ის, რომ იმ დროს რაც აქტუალური თემები იყო ფილოსოფიაში, ფსიქოლოგიაში და პოლიტიკური ველზე ყველაფერი ასახა ლიტერატურაში და ძალიან კარგადაც გააკეთა მიუხედავად იმისა ვეთანხმებით თუ არა მის აზრებს.
ამავე დროს ეგ ასახვა დოსტოევსკის შემოქმედების ერთ-ერთი დიდი მინუსია, რადგან დოსტოევსკის გმირები გამოხატავენ სხვადასხვა იდეებს და ამიტომ ჩვეულებრივი და ნამდვილი ადამიანები არ არიან.
რუსულმა მართლმადიდებლობამ რომ მთელი კაცობრიობა და ევროპა უნდა იხსნას
მე ღრმად მწამს რომ ქრისტე მართლა რომ მოსულიყო და კოცონზე შეეგდოთ დასაწვავად პირველი ცეხლის შესანთებად სწორედ დოსტოევსკი გაიქცეოდა.
კათოლიკეებად და მართლმადიდებლად დაყოფა მოხდა პოლიტიკის გამო და კიდე იმიტომ, რომ ყეყეჩმა ბერძნებმა თავი აღმატებულ და რჩეულ ერად გამოაცხადეს.
ქრისტე ნაციონალიზმს გამორიცხავს და პირიქით ამბობს, რომ ვინც თავს აიმაღლებს ის დადაბლდება და ვინც დაიდაბლებს ის ამაღლდება.