არ ვიცი,არ ვიცი,რა ვიფიქრო,არ ვიცი.
ხან მგონია,რომ არ მოგვცემენ,ხან იმედი მესახება,რომ
არ გაგვწირავენ და ყველაფრის მიუხედავად მაინც მოგვანიჭებენ
ამ დასაწვავ სტატუსს.
ჩემი აზრით,თვითონ ევროკავშირში დაბნეულები არიან და რა
გააკეთონ არ იციან.
ერთი წუთით რომ დავფიქრდეთ,რატომ უნდა მოგვცენ სტატუსი?
მათ მოწოდებებს უკუღმა ასრულებს ქოცხელისუფლება,გაუგონარი,
აგდებული დამოკიდებულება აქვს ევროკავშირისადმი,სალანძღავ სიტყვებსაც
არ ერიდება,ევროპელებისათვის დასავლეთთან ასოცირებული ერთი პრეზიდენტი ციხეში ჰყავს გამოკეტილი,მეორე პლენში ჰყავს,დემონსტრაციულად ჩადის ჩინეთში,რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორად აცხადებს,ჩადის უნგრეთში და ევროპის კიბოს ძმობას ეფიცება,ვერ ბედავს(ჯერ),თორემ რუსეთშიც ჩავიდოდა... კიდევ ბევრი რამის დაწერა
შეიძლება,მეზარება.
ჰოდა,ამიტომ დაბნეულია ევროკავშირი.
კი,ქართველი ხალხი იმსახურებს,რა თქმა უნდა,მაგრამ ამ ქოცხელისუფლებას
რა უყონ?ვინ ირჩევს მას? ისევ ეს ხალხი,ხო,რომელიც სტატუსს იმსახურებს.
ალოგიკური სიტუაციაა.
ნუ,არ ვიცი,შეიძლება დეკემბერში გვითხრან,რომ კარს ღიად დატოვებენ,
დააკვირდებიან არჩევნებს,დარჩენილი პუნქტების შესრულებას და
გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებენ.
ისე,დეკემბრამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.
პ.ს. მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა!
ლოდინის მეტი რა დაგვრჩენია?!