ისრაელი გაეროს დირექტორის დაპაშოლებას ითხოვს, უკადრებელი გვაკადრა მაგ ჩოილარმაო
ისრაელის ელჩმა გადადგომისკენ მოუწოდა გაეროს გენერალურ მდივანს
2 საათის წინ
https://www.radiotavisupleba.ge/a/32652953.htmlისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში გილად ერდანმა ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში დაადანაშაულა „ჰამასისადმი“ თანაგრძნობაში. ელჩის მწვავე რეაქცია მოჰყვა გაეროს გენერალური მდივნის პოზიციას, რომ ისრაელზე თავდასხმის წინაპირობა მრავალწლიანი ოკუპაციაა.
გილად ერდანმა სოციალურ ქსელ X-ში(ყოფილი ტვიტერი) დაწერა, რომ გაეროს არ უნდა ხელმძღვანელობდეს გენერალური მდივანი, რომელიც გაგებით ეკიდება ბავშვების, ქალების და მოხუცების მასობრივ მკვლელობას. ერდანმა გუტერეშს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადადგეს. ისრაელის ელჩის თანახმად, აზრი არ აქვს ლაპარაკს მათთან, ვინც თანაუგრძნობს ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეს.
24 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის" თავდასხმა ცარიელ ადგილზე, „ვაკუუმში არ მომხდარა“, რადგან პალესტინელ ხალხს 56 წელია ოკუპაცია ახრჩობს და ძალადობას განიცდის. ამასთან, გუტერეშმა თქვა, რომ პალესტინელების უკმაყოფილება ვერ გაამართლებს „ჰამასის“ სასტიკ თავდასხმას, თუმცა, ამის გამო, პალესტინელი ხალხი კოლექტიურად არ უნდა დაისაჯოს.
ისრაელის არმია მე-19 დღეა ბომბავს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორს. სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო მიიჩნევს, რომ ისრაელი არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს.
* * * * *
ისრაელის ელჩი - ისრაელი უარს იტყვის გაერო-ს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე
25.10.2023 / 09:42
https://www.interpressnews.ge/ka/article/77...izebis-gacemazeგაერო-ში ისრაელის ელჩი, გილად ერდანი აცხადებს, რომ ქვეყანა, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის შესახებ ანტონიო გუტერეშის განცხადების გამო, უარს იტყვის გაერო-ს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე.
”მისი კომენტარების გამო, ჩვენ უარს ვიტყვით გაერო-ს წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე. უკვე უარი ვუთხარით ვიზაზე გენერალური მდივნის მოადგილეს ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსს, დადგა დრო, რომ მათ გაკვეთილი ვასწავლოთ “, - განაცხადა ერდანმა.
შეგახსენებთ, გუშინ, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ენტონიო გუტერეშმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, „ჰამასის“ თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა. „პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება. მათ დაინახეს, რომ მათი მიწა ძალადობას განიცდის და მასზე დასახლებები ჩნდება; მათი ეკონომიკა დაიხრჩო; მათი ხალხი განიდევნა და მათი სახლები დაინგრა. მათი მდგომარეობის პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ მათი იმედები გაქრა”, - განაცხადა გუტერეშმა.