#60676749 · 3 Sep 2023, 19:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ZAZAi
QUOTE | რუსული კლიპი ვნახე. ქალმა ბანკროტად გამოაცხადა თავი და სამი თითის კომბინაცია უჩვენა ბანკის კოლექტორს. თან ბინაც დაიტოვა, რადგან ეს მისი ერთადერთი ბინა იყო და ხელფასიდანაც ვერაფერს აჭრიდნენ, რადგან ეს მისი ერთადერთი შემოსავალი იყო. |
რუსეთი, განსხვავებით საქართველოსგან, სახელმწიფოა. თან - კოლონიების პატრონი სახელმწიფო. საქართველო კოლონიაა და არა სახელმწიფო. სახელმწიფოსა და საქართველოს შორის განსხვავება ისაა, რომ სახელმწიფო სახელმწიფოს მოქალაქეებს (ტიტულოვან ერს) ეკუთვნის და კანონი მათი ნაკარნახევია და მათკენაა, მათ იცავს და მათ ემსახურება, საქართველოსნაირ კოლონიაში კი კანონი მეტროპოლიისაა და არა ადგილობრივი საცოდავი ხალხის, რომელიც აზრზე არაა, რომ ფარმაცევტიკის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, სათამაშო ბიზნესის, ბანკების და მშენებლობის წამყვანი მოთამაშეების აქციონერები ისევ რუსები არიან.
ხედავ განსხვავებას?
QUOTE | საქართველოშიც არის ასეთი კანონი თუ მხოლოდ რუსეთშია? |
ყველგანაა, სადაც სახელმწიფოა.
QUOTE | შესაძლებელია რომ ფიზიკურმა პირმა თავი გამოაცხადოს ბანკროტად საქართველოს კანონმდებლობით? |
ქაღალდზე - კი.
ბჯოო, ბოლო 30 წელი აქ სამუშაო ადგილები მინიმუმამდე შეკვეცეს, რომ წარმოება არ დაქოქილიყო და დასავლეთიდან ვინმეს თათი არ შემოეყო მაგ წარმოებებით (ჟიგულის და პეპსის და მარლბოროს შემთხვევაში როგორც გააკეთეს) და ექსპორტზე დამოკიდებულები ვყოფილიყავით და სამშენებლო მასალების, ფარმაციის, ხორბლის და ა. შ. შემომტანი რუსები გამდიდრებულიყვნენ ჩვენზე. ისეთი პირობები შექმნეს, გლეხს ვაზის, ქლიავის და ხორბლის მოყვანა აღარ უღირს. სამუშაოდ დასავლეთში გაყრილი ხალხიდანაც ისევ რუსები ნახულობენ ხეირს - სულ მინიმუმ 500000 (რაც არაადეკვატურად ცოტაა) ადამიანი რომ დავთვალოთ, რ-იც აქეთ აგზავნის ყოველთვიურად მაყუთს, იმის წილშიც რუსები დგანან - საშუალოდ $11 იანგარიშე თვეში საგადამხდელო არხის - ანელიკი, ნაშ სუპერი, ზალატაია კარონა, მირი და რა ვიცი, კიდევ, რა, საშუალო საკომისიო - 66 000 000 დოლარია წელიწადში. ხალხს ბანკები დედის დედას უხნავდა, ისე ასახლებდნენ საპოლიციო გამოსახლებებით და ტიპები იმით წყვეტდნენ პატიმრისთვის სტატუსის შეცვლას და პრობაციონერად გადაყვანას, თუ ოჯახში ვინმეს ქონება უფიქსირდებოდა - პერსპექტიული ამოღების მიზნით და შენ კითხულობ, ფიზიკური პირი თავს თუ ბანკროტად გამოიცხადებს, სახელმწიფო შეეშვება თუ არაო?
--------------------
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული -- ბეთჰოვენის მეცხრეს ფინალი ხომ არა გაქვთ, კარაიანის შესრულებით და ნიკას დირიჟორობით? © Johnnie Walker
|