ბატონი ნილოკოზი იყო გამოჩენილი ქართველი ექიმი და მეცნიერი
246 ნაბეჭდი ნაშრომის ავტორი და თანავტორი
24 საერთაშორისო პატენტისა და აპლიკაციის შექმნელი
არაერთ ქართველს დაეხმარა ამერიკაში
არაერთი ქართული საქმის ინიციატორ/განმახორციელებელი იყო ამერიკაში
იყო რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ბოლო წუთებამდე, ერთგული და უზომოდ განათლებული.
უფროსი მეგობარი და მრჩეველი ბევრისთვის.
გულანთებული პატრიოტი
მხვდა წილად პატივი და პირადად არაერთი საჭირო რჩევა თუ დარიგება მოუცია ჩემთვისაც და დიდი პატივია ჩემთვის პირადად რომ ვიცნობდი მას.
უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული. მისნაირი ბევრი წარმატებული და სახელოვანი ქართველი გვყოლოდეს
ძალიან სამწუხარო ამბავია
ეს კი მისი მცირედი ბიოგრაფია:
1993-1995წწ. კარდიოლოგიის დეპარტამენტის მკვლევარი, ვისკონსინის სამედიცინო კოლეჯის პროფესორი, მილუოკო, აშშ;
1995-1999წწ. მედიცინისა და ქირურგიის ვისკონსინის სამედიცინო კოლეჯი, მილუოკი, აშშ, მიწვეული პროფესორი, ფროიდტერტის მემორიალური ლუთერანული ჰოსპიტალი, მილუოკი, აშშ, ასოცირებული მკურნალი ექიმი;
1997-1999წწ. ვისკონსინის სამედიცინო კოლეჯი, კარდიოლოგიის სამედიცინო დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი;
1999-2004წწ. ენდოლუმინარული მოლეკულური და კათეტერული ინტერვენციის დირექტორი კარდიოვასკულარული კვლევების ფონდში, ნიუ-იორკი, აშშ;
1999-2004წწ. ექსპერიმენტული ფიზიოლოგიისა და ფარმაკოლოგიის ხელმძღვანელი ლენოქს ჰილის გულისა და სისხლძარღვთა ინსტიტუტში და კარდიოვასკულარული კვლევების ფონდში, ნიუ-იორკი, აშშ;
2004 წლიდან ასოცირებული დირექტორი, კლინიკური კვლევები ლენოქს ჰილის ჰოსპიტალი, ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტი, ნიუ-იორკი, აშშ;
2004 წლიდან დირექტორი, პრეკლინიკური გამოკვლევები, ლენოქს ჰილის ჰოსპიტალი, ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტი, ნიუ-იორკი, აშშ;
2005 წლიდან საპატიო ექიმი ლენოქს ჰილის ჰოსპიტალში;
2006 წლიდან გენერალური დირექტორი შპს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, საქართველო;
1982 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი; 1989 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. მეცნიერული ინტერესების სფერო: გულსისხლძარღვთა სისტემის კვლევის, ინტერვენციული მედიცინისა და პაციენტის მოვლის ძირითადი მიმართულებები; ბიოსამედიცინო კვლევების თითქმის ყველა ასპექტი.
246 ნაბეჭდი ნაშრომის ავტორი და თანავტორი; 18 თავი წიგნებში; 4 წიგნის რედაქტორი, მათ შორის 2 სახელმძღვანელო; 24 საერთაშორისო პატენტი და აპლიკაცია. განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისთვის 2008 წელს დაჯილდოვდა ღირსების მედალიონით.
This post has been edited by DIDGORI-GEO on 25 Dec 2024, 21:06