რისი დაფინანსება მოგიწევთ 2024 წელს, იმისთვის რომ უკეთ გყვლიფონ (ბუნებრივია ეს მხოლოდ ნაწილია, მანქანებს, ბენზინს, მძღოლებს, საყვარლებს, მობილურის ლიმიტებს, რესტორნებს და მივლინებაში გრიალს ვერ დავწერ):
გაიზრდება ყოფილი პოლიციელებისა პენსიები 560 ლარიდან 1000 ლარამდე, ხელფასების ზრდა შრომის ანაზღაურებაზე წლიურად გამოყოფილი თანხის 282 მლნ ლარით მატებას იწვევს;
გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება და მომდევნო წელს, პენსიონერები მთელი წლის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს;
სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასები გაიზრდება 500 ლარით და მეტით
საჯარო მოხელეებს ხელფასები წელსაც 10%-ით გაეზრდებათ
სპორტსმენებს ჩაერიცხებათ 20 მილიონი ლარი. აქედან 15 მილიონი მოხმარდება ფედერაციებს, ხოლო 5 მილიონი - დამსახურებული სპორტსმენების, მწვრთნელებისა და პერსონალის ყოველთვიური სტიპენდიების ზრდას.
2024 წელს მთავრობა 3.5 მლრდ ლარამდე ვალს აიღებს. 2024 წლის ბოლოს მთავრობის ვალი 32.6 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 38.2% იქნება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 25 მლნ ლარით იზრდება და 205 მლნ ლარს მიაღწევს. ზრდას ძირითადად ხელფასების მატება იწვევს. დასაქმებულთა რაოდენობა არ იზრდება, ისევ 3,850 ადამიანი იქნება დასაქმებული;