https://www.newposts.ge/news/kriminali/vide...tzOwiu62PEdsyNQროგორც ჩანს, აზერბაიჯანელი ცოლ-ქმარი ფულის გადახდაზე უარს ამბობდა ამიტომ პატრიარქის ყოფილი მცველი და მისმა დაჯგუფებამ ფიზიკური ძალადობით რომ ვერაფერს გახდნენ გატაცებულ ცოლ-ქმარზე ზეწოლის ახლი სერია დაგეგმეს და
ბაზალეთზე გატაცებული წყვილის მცირეწლოვანი შვილებიც ჩაიყვანეს. ერთ-ერთი, ვინც ბავშვები თბილისიდან ბაზალეთის კონსპირაციულ სახლში ჩაიყვანა ბიზნესმენი შმაგი ნაკანი იყო - ის ახლა ციხეში დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ზის.
ლადო ჩოჩიშვილის ადვოკატი "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ პატრიარქის პირად მცველს აზერბაიჯანელი ცოლ-ქმარი შმაგი ნაკნმა გააცნო, რომელიც კაზიმოვთან ერთად კრიპტოვალუტის ბიზნესის აწყობას გეგმავდა. ამ დროს კაზიმოვს პრობლემები ჰქონდა, ამიტომ თავდაპირველად ლადო ჩოჩიშვილი და მისი გარემოცვა მის უსაფრთხოებას იცავდა.
აზერბაიჯანელი ბიზნესმენის და ჩოჩიშვილის ურთიერთობა გაღრმავდა, ადვოკატის განცხადებით, პატრიარქის ყოფილმა მცველმა მის ახალ ბოსს კრიპტოვალუტის ბიზნესში შეყვანას სთხოვდა და ფულიც მისცა ბიზნესში ჩასადებად.
ამ ფულის გამო დაწყებული დაპირება გახდა
სავარაუდოდ ცოლ-ქმრის გატაცების და წამების მოტივი. "შაბათის ეთერთან" პროკურორი ადასტურებს რომ სამ დღიანი წამების შემდეგ ლადო ჩოჩიშვილმა დაზარალებულები ტყვეობიდან მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც როშან კაზიმოვმა კონკრეტული თანხა ერთ-ერთ ანგარიშზე გადარიცხა.
თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, ცოლ-ქმარმა პოლიციას მიამართა, რასაც ლადო ჩოჩიშვილის ჯერ გამოკითხვა, შემდეგ კი დაკავება მოყვა. პოლიციაში მისულმა კაზიმოვებმა "შაბათის ეთერის" ინფორმაციით,
ჩვენებაში მოქმედი პოლიციელიც დაასახელეს, რომელიც სავარაუდოდ, ბიტკოინების ბიზნესით იყო დაინტერესებული და ერთ-ერთი ვერსიით, მათი გატაცების ორგანიზებაშიც იყო ჩართული. ამ ფაქტს პროკურორი არ ადასტურებს, თუმცა ამბობს რომ წამების სხვა ფიგურანტებს ამ დრომდე ეძებენ.