weasel

       
ჯგუფი: Members
წერილები: 28847
წევრი No.: 133438
რეგისტრ.: 7-July 11
|
#62246560 · 2 Sep 2025, 02:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რახან მორჩა სატრანსფერო ფანჯარა, შევაფასოთ ტრანსფერები
ლუის ენრიკე (6/10) 23 მილიონად მარსელიდან
პოზიციას ვერ მივხვდი, ვინგერია შემტევი ძირითადი პოზიციით, ჩვენ ვინგერებით არ ვთამაშობთ. მარსელში საერთოდ არ ბრწყინავდა, იდეაში დუმფრისის შემცვლელადაა მოყვანილი, მაგრამ ამ ეტაპზე პირი არ უჩანს იმას რომ ძირითადში ჩაჯდება. თუმცა, მინიმუმ ისეთი შემცვლელი რომ გახდეს როგორც კარლოს აუგუსტოა დიმარკოსი, მე პირადად წარმატებულ ტრანსფერად ჩავთვლი, ვნახოთ. პრესეზონზე თავი ვერაფრით მოგვაწონა, გადახდილი ფასი მასში გადამეტებულად მეჩვენება.
ანგე იოან ბონი (9/10) 23 მილიონად პარმადან სწრაფია, ახალგაზრდა, 1-1-ზე კაცის მოტყუება შეუძლია და დრიბლინგი შეუძლია. ამ უკანასკნელში გუნდს ძალიან უჭირს. ასევე, სკამის ფორვარდებს ყველა კომპონენტში უჭირდათ შარშან, განსაკუთრებით სისწრაფესა და დრიბლინგში, ტარემი-არნაუტოვიჩი-კორეას შემდეგ ბონი ცალსახად გაუმჯობესებაა. ყველაფერ ამასთან ერთად არის 21 წლის, პრესეზონსა და პირველ ორ ტურში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მე პირადად ამ ფეხბურთელის მეიმედება.
ენდი დიუფი (5/10) 20 მილიონად ლანსიდან სწრაფია და ტანკია ფიზიკურად, პრესაც კარგი ჰქონდა საფრანგეთში, თუმცა დიდად შთამბეჭდავი არ ყოფილა. ცოტა ეჭვებს ბადებს რამდენად მოერგება გუნდს და ჩემპიონატს და რამდენად გვჭირდებოდა მსგავსი ტიპის ფეხბურთელი. დებიუტი ცუდი ჰქონდა, თუმცა გუნდს ახლახან დაემატა და დრო ჭირდება, წინასწარ დასკვნების გაკეთება არ იქნება სწორი. მაგრამ, რადგან ამდენი კითხვის ნიშანია ამ ტრანსფერში და გადახდილია 20 მილიონი, ეს შეფასება ლოგიკური იქნება.
პეტარ სუჩიჩი (10/10) 14 მილიონი დინამო ზაგრებიდან ჩემი აზრით, ამ ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერია. 21 წლისაა და ასაკის და გამოცდილების ფონზე თავდაჯერებულია, ბურთთან ძალიან კარგადაა და ის პოზიციაა რომელიც რეალურად ამ ზაფხულს გვჭირდებოდა. ასლანის გაშვება და ამის მოყვანა დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. კონკურენციას გაუწევს როგორც ჩალჰანოღლუს, ასევე მხითარიანს.
მანუელ აკანჯი (10/10) არენდა მანჩესტერ სიტიდან ფურცელზე კარგი ტრანსფერია, ვნახოთ როგორ ითამაშებს, მსგავს არენდებს ხშირად არ გაუმართლებიათ (მაგ: უოქერის არენდა მილანში) და ხშირად პირიქით. ფაქტია, ცენტრალურ მცველბში რაღაც სიახლე გვჭირდებოდა. აკანჯი დადასტურებულად ვიცით რომ კარგი მცველია, ბევრი წინაპირობა აქვს რომ კარგად ითამაშოს. თანაც ცვლის პავარს, რომელიც მთლად დამაჯერებელიც არ იყო და ტრავმებიც აწუხებდა.
პიო ესპოსიტო (10/10) ჩემი მეორე ფავორიტი ტრანსფერი ამ ზაფხულიდან. ფაქტი რომ ახალგაზრდებს შანსს არ აძლევს ინტერი, თანაც თავისი აკადემიის წევრებს - ვიცით. კარგია რომ ამ ზაფხულს ეს ტრადიცია დაირღვა. თავისი ასაკის ფონზე საკმაოდ ჩამოყალიბებულ მოთამაშეს გავს, ჩემი აზრით, დიდი პერსპექტივა აქვს და ნაპოლის იმხელა შეთავაზება დაბლოკეს, ალბათ დიდ იმედებს ამყარებენ მასზე.
გაყიდვები
ნიკოლა ჟალევსკი (6/10) 17 მილიონად ატალანტაში ეს ტრანსფერი არ მომეწონა. თანხის მხრივ, 6 თვეში გუნდმა არაფრისგან მოიგო 9 მილიონი, თუმცა ჟალევსკის გაშვება რამდენად სწორია კონკურენტ გუნდში, ეგ არ ვიცი. არ მგონია უფრო სწორი. ჟალევსკი თამაშობს ორივე ფლანგზე, ასევე ცენტრში. არის სწრაფი და 1-1-ზე შეუძლია მეტოქის მოტყუება. პლუს, სერია ა-ში აქვს თამაშის გამოცდილება და არის 23 წლის. ჩემი აზრით, ბევრ კომპონენტში არის კარგი და ნორმალური რომ მინიმუმ სკამისთვის გადაინახო. თუმცა, ამის კონტრარგუმენტი არის ის რომ, ჟალევსკი იყო მესამე ოფცია მარცხენა ფლაგნზე, ხოლო მეორე ან მესამე ოფცია მარჯვენა ფლანგზე, ასე რომ შეიძლება ბევრი არც არაფერი დაგვიკარგავს.
ალექსანდრ სტანკოვიჩი (8/10) 9.5 მილიონად ბრიუგეში სტანკოვიჩი კარგი ახალგაზრდაა და ჩემი აზრით, ბრიუგეში კარგად ითამაშებს, მითუმეტეს რომ იაშარის ნაცვლად მიიყვანეს გუნდში. თუმცა, ინტერში, მოცემულ სიტუაციაში მის ყოფნას აზრი არ ქონდა, გუნდში წუთები არ მიეცემოდა, არენდით თუ გაუშვებდნენ ისევ სერი ა-აში. ჩემი აზრით, მოცემული თანხიდან გამომდინარე ცუდი გაყიდვა არ არის, პლუს გადაყიდვის შემთხვევაში ინტერი საკმაოდ მსუყე თანხას მიიღებს პროცენტულად.
ტაიონ ბიუქენენი (10/10) 9 მილიონად ვილიარეალში ეს კარგი გაყიდვაა, 7.3 მილიონად იყიდეს შარშანწინ. დიდად თავი ვერ დაგვამახსოვრა და საკამოდ სამართლიანია ითქვას რომ წასასვლელი იყო. იმაზე მეტად გაყიდეს ვიდრე იყიდეს, პლუს მანამდე ვილიარეალს ლოუნით ყავდა 1 მილიონად, ანუ სადღაც 10 მილიონი მატება მოიტანა. ისე, ვილიარეალში მაგრად დაიწყო, წინა ტურში ჰეთ-თრიკიც კი შეასრულა.
ბენჯამი პავარი (10/10) არენდა მარსელში 2.5 მილიონად პავარს ინტერში ტრავმები აწუხებდა და მისი არენდით გაშვება და აკანჯის არენდით მოყვანა მინიმუმ გასაგები და მისაღებია. ფაქტია, ტრავმები აწუხებდა და ბოლომდე ისეთი ვერ იყო როგორსაც ველოდით.
სხვები საკმაოდ დამსახურებულად გაუშვეს გუნდიდან: კორეა, არნაუტოვიჩი, ტარემი, სატრიანო, სალსედო, ვენჰაუზდენი საკმაოდ დამსახურებულად გაუშვეს გუნდიდან არენდით: ძმები კარბონები, აკინსანმირო, სებასტიანო ესპოსიტო, ასლანი (ჯობდა გაეყიდათ, მაგრამ ვერ მოხერხდა)
საბოლოო შეჯამება:
დადებითი მხარე: გუნდი გაახალგაზრდავდა შეტევის ფაზა შეიცვალა, უფრო მრავალფეროვანი მოთამაშეებით გუნდმა ძირითადის ყველა წამყვანი მოთამაშე შეინარჩუნა (ბარელა, ბასტონი, ტურამი, ლაუტარო)
უარყოფითი მხარე: სტარი არ დაგვიმატებია კონკრეტული პოზიცია (ბოლო სამ მცველში ცენტრალური მცველის პოზიცია) არ გაძლიერებულა
This post has been edited by weasel on 2 Sep 2025, 03:19
|