#61299454 · 30 May 2024, 11:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახალი დაწყებული მაქვს მუშაობა ბანკში ჯავა დეველოპერად. რომელი ბანკია არ ვასახელებ, თუმცა წარმოდგენა რომ შეგექმნათ, საქართველოს ბანკი და თიბისი არაა, საშუალო სიდიდის ბანკი ვართ. ჰოდა უკვე სამი თვეა აქ ვარ, ძაან კარგად წავიდა საქმეები. ალღო მარტივად ავუღე ძველ პროექტებსაც და ახალშიც ჩამრთეს. სენიორმა გუშინ განაცხადა რო ჩემთვის უკვე ნებისმიერი თასქის მოცემა შეიძლებოდა და ყველაფერს კარგად გავართმევდი თავს. ჩემთან ერთად აყვანილი სხვა 2 ჯუნიორ დეველოპერის "მენტორობაც" კი მომანდეს. ალბათ რამდენიმე თვეში უკვე ჯუნიორის დონეზე მაღლა ვიქნები. ჰოდა მაინტერესებს ეს "დაწინაურება" როგორ ხდება. შენ თითონ უწოდებ თავს მიდლს, თუ იმათ უნდა მოაფიქრდეთ მოდი ხელფასი გავუზარდოთ და მიდლი ერქვასო? ეს ისე მაინტერესებს, მომავალში რისთვის უნდა ვიყო მზად რომ ვიცოდე. თორე ჯერ არსად არ მეჩქარება, თან სტუდენტი ვარ, დიდად არც ხელფასი მადარდებს.
--------------------
Votum Separatum
|