ამ თვეში სავარაუდოდ არაფერს გავაკეთებ ვიკენდზე სპეციფუურად იმიტომ რომ დეკემბერში ბევრი ღონისძიებები ხდება ხოლმე სადაც უნდა ვიყო და ისედაც მაგრად ვიწეწები ფულის პონტშიც დეკემბრის თვეში.
ისე პანდემიებამდე მეც ეგრე ვიყავი რომ პარასკევი და ვიკენდი უნდა ყოფილიყო რომ აე აეეეე გავედი გავგიჟდიიიი. სულ სხვადასხვა ბარები, პონტები, ტერასები, კლუბები, დაჯგუფებები ისა ესა მაგრამ ახლა ასე აღარაა. ჯერ ერთი მომბეზრდა და არაფერი მიკვრის ვააბშე ანუ ახალ ემოციას ვეღარ ვიჭერ მორიგ ახალ ბარში და თითქოს უკვე დეჟავუსავითაა ახალი პონტი, მეორე ისიცაა რომ ახლა ეგრე აღარ ვიღლები რომ ვიკენდებზე გრიალი მინდოდეს. ადრე 5 დღე ვიყავი ოფისში და კვირის ბოლოს საკმაოდ გადაღლილი ჰოდა ვიკენდზე ვცდილობდი "მეცხოვრა" ის რაც ვერ მივიღე კვირის განმავლობაში. პანდემიებმა სამსახურები გაადვილა, ახლა 2-3 დღე ოფისში და ისე აღარ ვიღლები როგორც ადრე. კი ახლაც არის ის მომენტი რომ ადგილზე უნდა იყო მაგრამ მაინც შედარება არაა. ჰოდა ეგეთ პარასკევ გასვლებს თვეში ერთხელ ვაკეთებ მაქსიმალურად ისიც რაიმე უნდა ხდებოდეს - დაბადების დღე, ნიშნობა ან რაიმე დღესასწაული. ბოლოს წინა კვრიაში გავედი ჰელოვინის პონტში. უკან რომ მოვდიოდი ღამის 3-ზე ველოდი ტაქსს სიცივეში, თან წვიმდა, თან უბერი აკანსელებდა და გამიელვა თავში რომ არა რაა ://
მოგზაურობა დარჩა მგონი ერთადერთი რაც ჯერ კიდევ მომწონს და რასაც ფული სჭირდება. ინგლისში ჩასვლას თუ არ ჩავთვლით პირველად 19 წლისამ ვიმოგზაურე. აქ ვიზაზე ვიყავი და იმ სხვა ქვეყნის ვიზაც დამჭირდა, მახსოვს საელჩოში 2-3 დღე მარტო მაგაზე დავკარგე. ეგ იყო პირველი მუხტი. მოგზაურობის სურვილს არასოდეს გადაუვლია ჩემთვის ალბათ იმიტომ რომ იმდენი ქვეყანა და სანახავი ადგილია მსოფლიოში რომ ყველა ემოცია მეორეს არ გავს. ასევე ისიცაა რომ რაც უფრო შორს მიდიხარ მით უფრო ძვირია ბილეთები და საერთოდ მისვლა მოსვლა. პანდემიების მერე საერთოდ მაგრად გაძვირდა ყველაფერი. კატასტროფა ფასები აქვს ყველაფერს მოგზაურობასთან დაკავშირებულს და იქაც რომ მიდიხარ რესტორნები, ბილეთები, პონტები ყველაფერი გაძვირებულია. მახსოვს პირველად პარიზში რომ წავედი ევროსტარით, 4 დღე 350 ფუნტი ღირდა მგზავრობა და ჰოტელი

ახლა 350 ფუნტად 2 ღამე ვერ დარჩები იგივე ლოკაციაზე სადაც ვიყავი. ბევრი ჯდება მოკლედ ეს სიამოვნება და ჩემი შემოსავლის უდიდეს ნაწილს ვხარჯავ მაგაში მაგრამ ალბათ ღირს კი.
უფულო ან ნაკლებ ფულით გართობას რაც შეეხება - წიგნების კითხვა, ფილმების და სერიალების ყურება, საჭმელების კეთება, დარბაზი, სპორტის თამაში, კომ თამაშები, სეირნობა (თუ გარემო არის შესაბამისი), სწავლა რაიმესი, მუზეუმები, გამოფენები, ჰობი რაც მოგწონს, წერა, ეკლესიაში წასვლა ან მედიტაცია, ხატვა, მოხალისეობა სადმე რაც გაინტერესებს, ვისაც მუსიკის ნიჭი აქვს დაკვრა / სიმღერა, რაიმე პრაკტიკული სქილის შესწავლა როგორიცაა მედურგლეობა ან ქსოვა ან მებაღეობა ან მეღვნეობა ან ფოტოგრაფია.. რავიცი რაცაა და ბევრია მოკლედ ისეთი რამე რასაც არ სჭრიდება ბევრი ფული ან სრულიად უფასოა.
მოკლედ თემის პათოსს ვეთახმები იმაში რომ ფული ბევრ რამეს წყვეტს თუ რამდენად გაერთობი მაგრამ ფულის გარეშეც არის ბევრი სხვადასხვა ტიპის რამე.