ქათმის ორი ფილე იყიდე ძვლიანი, ძვალი გამოარიდე, დაჭერი 40 გრამიან ნაჭრებად და ჯამში ჩაყარე, დააყარე მარილი, ზეთისხილისგან ცხელი დაწურვით მიღებული ზეთი დაასხი იმდენი, რამდენსაც შეიზელს ხელით კარგად არევ-დარევისას, ცოტა როზმარინი მოაფხვენი, 3-4 თავი ხახვი დააჭერი ალყა-ალყა, ამდენივე ცალი დაფნის ფოთოლი და რქაწითელი დაასხი მესამედი ჭიქა.
დააყოვნე ორიოდ საათი და მერე შამფურებზე ააცვი.
ეს შამფურები იმ ჯამზე გადადე, რაშიც მანამდე ხორცი გქონდა, შენ კი ასანთი აიღე და ეზოში გადი.
კარალიოკიდან ჩამოტეხილი ხმელი წკირებით ცეცხლი დაანთე, იმ კარალიოკისავე ტოტებიც მიაშველე და კარგად რომ აენთება, მერე არომატისთვის და ამასთან ტრადიციების პატივსაცემად თალარის გასხვლის შედეგად გადანახული წალმის პატარა კონა შემოადე კოცონს და ყურადღება მიაქციე, რომ ყველა ლერწი და ტოტი ბოლომდე გალოკოს ცეცხლის ალმა.
სანამ სულ ჩანაკვერჩხლდება, ორ-ორი აგური შემოუწყე აქეთ-იქიდან (თითოც კი ეყოფოდა ორ ფილეს, მარა 2 სჯობს საქმისთვის) რომ აგურებიც გათბეს და უკვე ფორმაც მისცე თანდათან ნაკვერჩხლებს. თუ რამე მსხვილი დაგრჩა დაუწვავი, გამოარიდე ფიწლით გვერდზე და წყალი დაასხი. დანარჩენ ნაკვერჩხლებს კი ნიჩაბი გადაუსვით რომ გასწორდეს ზედაპირი და შამფურები დააწყე. როგორც დააწყობ, 20-ოდ წამში გადაატრიალე და ასე ყველა მხრიდან მიაღებინე სიმხურვალე, რომ პირი შეიკრას და არ გამოგიშრეს, მერე კი შენი შეხედყლებისამებრ ატრიალე, მთავარია რომელიმე მხარე არ დაგეწვას ან ცხიმმა ღვენთვა არ დაიწყოს. კარგად რომ შეწვავ, ვიო, აიღე და მიირთვი გემრიელად. მერე გამოდი და ნაკვერჩხლებს დააფსი გულმოდგინედ და დაიკიდე ტრამპი ღალატობს თუ არა ვიღაც მელანიას
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ -
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე