#61169509 · 16 Apr 2024, 17:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა. მინდა პატარა სამსჯელო თემა შემოგთავაზოთ.
ჩემი აზრით ყველა ერს გააჩნია პოტენციალი იყოს ძლიერი და წარმატებული თუკი მისი ელიტა ერის პოტენციალს მიმართავს განვითარებისაკენ, ჩაუნერგავს საკუთარი თავისა და თანამოქალაქის რწმენას, ხელს შეუწყობს განათლების მიღებასში და მისცემს ეკონომიკურ თავისუფლებას, დაგროვილ დოვლათს კი ინფრასტრუქტურის განვითარბაჩი ჩადებს. ასეთ ერს თავისი სახელმწიფოს დაცვის მოტივიც მაღალი ექნება.
ყოველთვის, როდესაც ერებს დიდი წარმატება ან დიდი წარმატების წინ დიდი რეფორმა ჰქონდათ ამას ძლიერი და კარგი ელიტა უძღოდა წინ, როგორც მაგალითს. ასე რომ, ჩემი აზრით, ნებისმიერ ერს აქვს დიდი პოტენციალი თუკი კარგი ელიტა ეყოლება მას, რომელსაც მიჰბაძავს და გაყვება. ელიტა კი ერთი ადამიანი არაა. საქართველოს შემთხვევაში საბჭოთა კავშირმა სამხედრო-პოლიტიკური ელიტა ან შორაპანში, ვაკის პარკსა და რუსთავში დახვრიტა ან ქვეყნიდან წასვლა აიძულა. წელში მოდრეკილი ხალხის ელიტა კი ყოველთვის მყიფე დარჩა.
რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?
--------------------
Georgia est pars integralis Europae! რუსეთის იმპერია კაცობრიობის ავთვისებიანი სიმსივნეა. მისი მხარდამჭერები კი მეტასტაზები არიან.
Amicus meus, inimicus inimici mei. მეგობარია ჩემი ის, ვინც ჩემს მტერს მტრობს.
|