#58388376 · 21 Sep 2021, 20:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა.
ბოლო წლებია ჩემს თავს ვაკვირდები და აღმოვაჩინე, რომ საქმის გადადების გარდა საოცრად უმოტივაციოდ და უენერგიოდ ვარ ხოლმე. ვერაფერს ვერ ვუდებ გულს. მხოლოდ წიგნის კითხვა და მარტოობა მისწორდება. იძულებით თუ ვაკეთებ ხოლმე რაიმე საქმეს, ისიც სამსახურის ვალდებულებიდან გამომდინარე. თუმცა რასაც ვაკეთებ კარგად ვაკეთებ, ამიტომ ე.წ. "ჩაუნაცვლებელი კადრივით" ვარ. კორონამდეც ასე იყო, ამიტომ კოვიდს არ მივაწერ ამას.
მაგრამ ამ ხანგრძლივ პერიოდში არის დღეები (რომლებიც ერთმანეთს არასდროს ებმის, ანუ მათ შორის კავშირი არაა), როდესაც საოცარ ენერგიაზე ვარ, საოცარი მოტივაციით. შემიძლია ყველა დაგროვილი საქმე ერთდროულად, 24 საათის განმავლობაში მოვასწრო, დავალაგო, გამოვასწორო. ან რაღაც ძალიან მაგარი ნაშრომი შევქმნა. ან წავიდე და ფიზიკურად ვიმუშაო და იდეალურად გამომივიდეს ყველაფერი.
მაგრამ ეს შეიძლება იყოს თვეში ერთი დღე. და თუ ეს დღე მოვიდა დილიდან ძალიან მაგრად ვმუშაობ ხოლმე, საღამოს, თუკი საქმე დამთავრებული მაქვს მეგობრებთან ან გოგოებთან საურთიეთობოდ გავდივარ ხოლმე. ოღონდ ჩემი სურვილით ნაკლებად, თუ მეხმიანებიან ხოლმე მაშინ. როცა ვინმესთან ერთად ვარ ისეთი სოციალური პერსონა ვარ ყველას უხარია ჩემი იქ ყოფნით და ძალიან კარგად ვინტეგრირდები.
მოკლედ ფულში არაა პრობლემა - შემოსავლები საკმარისი მაქვს და ამ მხრივ პრობლემა არაა; არც ინტროვერტი არ ვარ, ბოლო სამ წელს თუ არ ჩავთვლით იმდენად ექსტროვერტული ხასიათი მქონდა ვერ ვჩერდებოდი სახლში; არც გადაღლილი არ ვარ - პირიქით, სულ ან შვებულებაში ვარ, ან დისტანციურად ვმუშაობ ისიც კურორებიდან ძირითადად. არც სოციალური დაფასება მაკლია - მეგობართა წრეც დიდი მყავს და გოგოებთანაც ხშირად ვურთიერთობ. ვარჯიშიც ვცადე და აგერ უკვე 8 თვეა ყოველდღიურად ვვარჯიშობ. ტრენაჟორიც ვიყიდე. ვარჯიშის დროს კარგად ვარ, მაგრამ მერე ისევ პასურ ფაზაში გადავდივარ.
მაგრამ როდესაც საქმე მნიშვნელოვან საქმეებს ეხება ძალიან პასიურ ტალღაზე ვარ უმეტესწილად. აი ხვალ ძალიან მნიშვნელოვან ადგილას რომ წავიდე და შეხვედრას სულ 30 წუთი დავესწრო შედეგად მნიშვნელოვანი რამ შეიძლება დადგეს ჩემთვის, მაგრამ საოცრად არ მინდა წასვლა. იქ იმას ვფიქრობ პარკირებას ვერ ვიშოვი-მეთქი, ან სადმე თუ ვიშოვი ფეხითაც ბლომად მომიწევს გავლა-მეთქი.
მომავალსაც, ძირითადად, პასიურად ვუყურებ. რომ მკითხო რატომ-მეთქი არ ვიცი, ვერ გიპასუხებთ. სამსახურში ძალიან სტაბილურად ვარ, მაგრამ მისი დაკარგვის სერიოზული შიში მაქვს. არადა არასდროს გამოვუგდივარ სამსახურიდან, პირიქით, დაკისრებულ მოვალეობაბს 10-ნზე ვასრულებ.
მოკლედ დავაკვირდი, ინტროსპექციის მეთოდი გინდა და წიგნებში ძიება გინდა, მაგრამ ვერ დავიჭირე ტენდენცია თუ რა იწვევს მაღალ ტალღას და რა იწვევს ხანგრძლივ პასიურ ტალღას?
ხოდა ჩემი კითხვა ორმაგია: - რა იწვევს ადამიანში პასიურ ტალღას? - როგორ უნდა ჰქონდეს ადამიანს სულ მაღალი ტონუსი? ან რა იწვევს ამ მაღალ ტალღას?
ან ესეთი დღეები ბევრი რომ იყოს აბათ 100 წიგნს წავიკითხავი, 100 საქმეს გავაკეთებდი ერთ კვირაში. მაგრამ რაღაც ვერ ვარ და ეს მთრგუნავს. რას მირჩევთ?
--------------------
არ დავივიწყოთ ქართველთა გენოციდი გაგრაში! ქოცი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტერი! მალე ვიხილავთ დაჩოქებულ და განადგურებულ რუსეთს. რუსეთი და მისი ყველა მოკავშირე ანტი-ქრისტიანული ძალა და ჰუმანიზმისა და ცივილიზებულობის მტერია. ყველა პრო-რუსი დამონებული თეიმურაზ ხევისთავია.
|