ზოგი ევროპელი, მგონი, ჩემს თეორიას იზიარებს “ სტაროფომის” შესახებ, ძნელბედობისას კი არ უნდა გავერთიანდეთ, კარგად უნდა დავითიშოთ-მეთქი.
https://www.facebook.com/groups/12954059042...mibextid=S66gvFპოლარიზაცია გაქვთ დასაძლევიო, არა?
პირდაპირ, პანაცეაა ასეთი განცხადებები!
აი, ამას ჰქვია ორმაგი სტანდარტი!
ვინმემ რომ გითხრათ, თქვენთან დამოყვრება კი გვინდა, მაგრამ ოჯახში თქვენი ბინიდან გამოსულს პირობით ვნიშნავთ საქორწილო ბეჭდით, ძალიან კი არ მოგვწონს თქვენი ოჯახი, სიამტკბილობა უნდა დაამყაროთ, ბავშვები - კარგია, დედაც, აი, მამას კი იქნებ ქორწილამდე რამე მოუხერხოთო.
მოკლედ, მოგიწოდებთ, მთავარია, ოჯახში სიამტკბილობა დაამყაროთო!
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნინო დარბაისელი
დიდი ჯოხი
“ისაუბრე მშვიდად, მაგრამ ხელში დიდი ჯოხი გეჭიროს. ასე ბევრს მიაღწევ “- ეს არის თ. რუზველტის საგარეო პოლიტიკის დევიზი.
საერთაშორისო პოლიტიკის ლექსიკონში ამას ეწოდება “დიდი ჯოხის იდეოლოგია” და ზოგიერთი მკვლევარი ნეომაკიაველიზმადაც მიიჩნევს.
“დიდი ჯოხის იდეოლოგია ანუ პოლიტიკა” ხუთ ძირითად პუნქტს მოიცავს.
ამაზე პოლიტოლოგები ბევრს წერენ, მე - მოკლედ და მარტივად ჩამოვთვლი:
1. შექმენი შენი სამხედრო ძალის საჩვენებლად ისეთი შთამბეჭდავი რამ, რომ პოტენციური მოწინააღმდეგე კარგად დაუფიქრდეს, ვიდრე დაგიპირისპირდებოდეს.
2. სამართლიანად მოეპყარი სხვა ნაციონალობებს/ქვეყნებს.
3. არასოდეს მოიტყუო.
4. ჩაები ბრძოლაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საამისოდ ძალიან კარგად ხარ მომზადებული.
5. მუდამ ეცადე, წაგებულ მოწინააღმდეგეს შეუნარჩუნო სახე.
ასეთ რამეს რომ წავიკითხავ ხოლმე, იმწუთას სურვილი მიჩნდება, საქართველო ჩავსვა კონტექსტში.
მეტყვით, სად ამერიკა და სად საქართველოო და მართალიც იქნებით.
ამ ხუთი პუნქტიდან ვერცერთს ოდნავაც ვერ ვქაჩავთ ვერც უწინ, ვერც ახლა . თუმცა ალბათ ადრეულ საუკუნეებს ეს არ ეხება (მაგ., დავით-თამარის ეპოქას)…
და იცით, რა მიკვირს?
ამ საერთაშორისო პოლიტიკის სარბიელზე მაინც რომ რაღაც ადგილი გვაქვს. თუმცა სადაც ვინმეა, ყველას თავისი ,,დიდი ჯოხი” ჩვენკენ აქვს მოშვერილი.
აი, ასე უჯოხოდ ვჯახირობთ, ხელში წკეპლაც ვერ დაგვიჭერია, ჩვენს თავზე კი სულ დიდი ჯოხების ჯახაჯუხია.
გამოსავალი?!
იგივე, რამაც დღემდე მოგვიყვანა!
რამ მოგვიყვანა?!
უცნაურობას ვიტყვი და არ დამძრახოთ,
ჩვენი ერის სიყვარული მაფიქრებს და მალაპარაკებს.
რამ და გაფანტვამ ორიენტაციებად,
უხსოვარი დროიდან, აიეტისა და ფარტაზის კვალად.
ისეთ პატარა ერს, როგორიც ჩვენ ვართ და თან ჩვენისთანა მდებარეობა აქვს, სხვა გზა მგონი არ გააჩნია.
ეს აზრი უფრო იმიტომ მომიმწიფდა გონებაში, რომ სტაროფომი რომ არის, აი, ტელევიზორების და ეგეთი რაღაცეების შესაფუთი, იმას რომ მრგვალი პატარა ბურთულები სცვივა, ჯოხით ხომ ვერა და ვერც მტვერსასრუტით, ვერც ცოცხითა და აქანდაზით ვერაფერს გახდები, სულ სათითაოდ უნდა სდიო.
მერე ერზე გადავედი:
ანუ რა გამოდის?!
წონიანი, კონცენტრირებული, ერთ აქანდაზზე დადებული - უფრო მოსახელთებელი ხარ მტრისათვის.
ფაქტია, რომ ანტიკური ერი ვართ,
ფაქტია, რომ აღმოსავლურ-დასავლურ სამყაროთა გზაჯვარედინზე გვერგო სამშობლო,
ისიც ფაქტია, რომ მცირე რიცხოვანი ვართ,
ხომ ფაქტზე ფაქტია, რომ საუკუნეთა მანძილზე სულ ერთიანობას მივტირით და დაქსაქსულები ვართ…
არადა, თუ დავუფიქრდებით, ძნელბედობები სწორედ ამ დაქსაქსულობამ და ძალთა დაბალმა სიმკვრივემ გადაგვატანინა და კი მოვედით, აგერ, ოცდამეერთე საუკუნემდე!
მერე სპეციალურ ლიტერატურაში ვქექე და აღმოვაჩინე, რომ ეს - ტაქტიკის სახეობა ყოფილა და ჰქვია ,, დისინტეგრაციის ტაქტიკა”.
ოღონდ ნამეტანსაც ნუ იზამთ!
This post has been edited by nino darbaiseli on 10 Nov 2023, 22:08
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს.
...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004