#61957529 · 11 Mar 2025, 23:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბელარუსის პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოსთან „არავითარი პრობლემა” არ აქვს და ძალიან აფასებს და მხარს უჭერს „საქართველოს ნაბიჯებს საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დასაცავად”.
2022 წლის სექტემბერში ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე-ფაქტო „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიას შეხვდა.
ეს ვიზიტი თბილისსა და მინსკს შორის ურთიერთობის გაუარესების მიზეზად იქცა, რადგან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ალექსანდრ ლუკაშენკამ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი დაარღვია და პატივი არ სცა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
This post has been edited by dato148 on 11 Mar 2025, 23:05
|