NDI გაჩითა ახალი კვლევები, ახლა მაგის გარჩევა არ მინდა - სხვა თემაში იყოს, უბრალოდ რაღაცეებს შევუპირისპირებ ანალიზისთვის, გაითვალისწინეთ (ნუ, ვინც იმ უმცირესობაში დარჩით, ვისაც წაკითხულიდან შინაარსი გამოაქვს

) რომ ესაა რასაც თავად პასუხობენ და არა ფაქტობრივი გარემოებები:
10 - დან 1 მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს
4 - დან 1 მოქალაქეს მხოლოდ საკვებზე ყოფნის
ამასთან:
58% ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა მთავრობა ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას, 33% კი დარწმუნებულია, რომ შეძლებს. 9% ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ იცის. ეს მაჩვენებელი 2023 წლის მარტის კვლევის შედეგთან შედარებით 8 პროცენტით გაზრდილია.
ხოლო:
უმრავლესობის, 53%-ის აზრით, პარლამენტი არ ითვალისწინებს მათნაირი ადამიანების შეხედულებებს.
და იქვე:
მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 54% დადებითად აფასებს, 38% კი - უარყოფითად. მიმდინარე წლის მარტში ეს მაჩვენებელი შესაბამისად 43 - 43% იყო (+ 10%)
პრემიერის საქმიანობა მიჩნეულია საშუალოდ ან კარგად, 29%-ისთვის - კარგად, 37%-ისთვის - საშუალოდ. ხოლო 26% პრემიერის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
ანუ იგივე ქართველი, ვინც ფიქრობს რო საჭმლის ფული არ აქვს, არც აქვს იმედი რომ ეკონომიკურ მდგომარეობას ვინმე გამოასწორებს, პარლამენტიც მის შეხედულებებს არ ითვალისწინებს
ქოციარვარმაგრააააააააააამ:
მთავრობა დადებითად მუშაობს