mepar
VeritasForYou

      
ჯგუფი: Members
წერილები: 12167
წევრი No.: 108151
რეგისტრ.: 2-January 10
|
#60896155 · 13 Dec 2023, 22:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დეკოლონიზირებული ქვეყანა ვართ, ისევ კოლონიური მენტალობით, ანუ მორჩილების არათუ გამოვლენით არამედ სურვილით. ვცადეთ რეალური ფსიქოლოგიური დეკოლონიზაცია. მარა რეფორმატორიც კოლონიზატორის კომპლექსით იყო გავეშებული და მარტო მისიანები შემოიკრიბა, ამიტომ 2007 ში კოლონიზირებულების ნაწილმა მოითხოვა მორჩილება და კოლონიზატორებმა გალახეს, კინაღამ თავისი გაიტანეს (მორჩილების ნაწილი მორჩილებას მხოლოდ ლეგიტიმური ხაზეინისგან ელიან და არა ახალი სენიორისგან, იმიტომ რომ ისიც მისნაირი მორჩილია). რომ მიხვდა ხაზეინმა რომ მორჩილების ხელით, მორჩილი საქართველო ვერ მიიღო თავად გააკეთა საქმე, იმიტომ რომ თუ რაიმე საქმის გაკეთება გინდა თავად უნდა გააკეთოო, ამიტომ მოხდა 2008 წლის ომი. 2 წლიწადში ხაზეინმა მორჩილების ლეგიტიმური ხაზიენის მეორე მარკა გამოუშვა (პირველი ბადრია იყო, რომელიც დაიბრაკა), ეს უფრო დაპრაშივკებული და დატუნინგებულია. ხოდა მორჩილების ნაწილმა გაიმარჯვა. მას შემდეგ ვცხოვრობთ მორჩილეთში, 2020 წელს, სცადეს შემოწმება საკმარისად დავორჩილდით თუ არა და ხაზიენის ემისარი დასვეს პარლამენტის თამჯდომარის სავარძელში, მაგრამ აღმოჩნდა რომ თავისუფალთა ნაწილი კიდევ ცოცხალია. შემდეგ ხაზეინმა თქვა რომ არავითარი თავისუფლები მანდ არ არსებობენ, ეგ ყველაფერი ცხელთავა გრუზინების აფექტური რეაქცია იყოო, ვინც გახეთქა ცემაში ის დასვით მაქანა პრემიერადო, აქაურმა მორჩილთა კოორნიტორმა თქვა სარისკო ხომ არ არისო?__ მიდი შესწავლილი მაქვს თქვენი ერის ფსიქოლოღიაო. ხოდა, პრემიერად დასვეს თვალთხარია. მერე აღმოჩნდა რომ თვალთხარია ბოლომდე უთავმოყვარო, ბოტის როლს არ თანხმდება და ჰგონია რომ მმორჩილთა პარტიის მთელი რეიტინგი მისი დამსახურებაა და ის დაპრაშივკებული კოორდინატორი არავინაა, არადა კოორდინატორი, ხალხის კიდევ უფრო დამორჩილებას ითხოვდა, ამან, ეყოფათ ბიჭო რაც მე თვალები ვთხარე კიდევ ცემა ტყეპა არ გვინდაო, შემსრულებელი მონები ისეთი ყ...ლეები მყავს კიდევ ვინმეს ამოთხრიან თვალს და ამასაც მე მომაწერენო, მმორჩილთა ბატონის, კაპიტანმა უთხრა თვალთხარიას, რასაც გეუბნებიან გააკეთე, შენ მართლა კაცი ხომ არ გგონია თავიო, ამან კიდევ გადაირია და წავიდა... მას მერე მოარჩილთა ქვეყანას პანდემია დაატყდა, ამან კიდევ უფრო დაიმორჩილა და გამოაშტერა ხალხი, იმიტომ რომ მორჩლთა ერს კითხვა არ უყვარს და ასეთი უცნაურობის წარმომავლობა ბუნებრივად ვერ ახსნა ამიტომ დააბრალა, ან ამერიკის შეთქმულებას, ან ღვთის რისხვას. პირველ ეტაპზე ისევ გაუმართლა მორჩილთა ერს რომ დაავადებულთა რაოდენობა თითო ოროლა იყო და იფიქრა გენეტიკური დაცვა გვაქვს ალბათ, თორემ ასე როგორ ხდებაო, ასეთი ლეღვობა ჩემთვის მანამდე პატივსაცემმა პრაფესორმაც თქვა და იმ წუთში მივხვდი რომ ისიც ყ..ლეა. მერე ეკლესიამ აბრიყვა ხალხი, ზიარების კოვზიდან რაის ვირუსი გადავა, სულიწმინდა დაგიცავთო, ხოდა ცოტა ხანში ისეთი პანდემია მივიღეთ რომ რეგიონში ყველაზე ცუდი კი არა მსოფლიოში ყველაზე უარესთა პირველ ხუთეულში მოვხვდით, საბოლოოდ პანდემიამ 20000 კაცი შეიწირა, მაგრამ მორჩილთა საზოგადოებამ ხელისუფლსაც არ მოკითხა პასუხი და არც ეკლესიას. ჩვენი ხაზიენის დასმული მსახურთ უფროსი, ამხილეს რაფერ ახალისებდა ჩაგვრით გახარებულ ხაზეინის შვილს, მარა, მორჩილთა საზოგაოებაში ამის გამო სახლში ვინ მიდის?!პირიქით, კაცმა მორჩილება თუ გამოავლინა ე.ი. ყველაზე საიმედო ქართველია, ასეთი ქართველი ომს არ დაიწყებს! ახლა კი ყველაზე სასაცილოს მივადექით: ჩვენი მტერი აღმოჩნდა თავისივე დაგებულ ხაფანგში, ჩვენი მტრის მტერი, წესით ჩვენი მოყვარე უნდა იყოს, მაგრამ მორჩილთა საზოგადოებამ მტერი კი არა მტრის მტერი ლანძღა, რაის ბუჩა, ეგენი ჩააწყვესო. რუსეთი გლახა კი არაა, ნატოა გლახა რომ გაფართოება უნდა აქანაო, ხოდა რა ქნას კაცო რუსეთმაო, რომ დეესხას ჰოლანდიელი გეი აქტივისტი თავს, მერე ტყვია ესროლოს თუ ვარდისფერი დილდოო. მორჩილთა საზოგადოებამ ჩვენი მტრის საზოგადოება შემოუშვა და დაასახლა, მთავარია ბინებს ქირაობენ არც მკიდია თუ არ მოუკლა ჩემს მეზობელს მამიდაო, ხოდა კი ვართ ასე, მორჩილები ნა ვეკი!
გააგრძელე საქართველოს ისტორია (თომა ჩაგელიშვილის ხმით)
This post has been edited by mepar on 13 Dec 2023, 22:44
--------------------
ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო! გამოიწერე:https://www.youtube.com/@VeritaForYou
|