ჩემი პოზიცია ამ საკითხზე 2003 წლიდანაა ცნობილი. მეტიც, ეს თემა მრავალმხრივ და საფუძვლიანად მაქვს განხილული ჩემს წიგნებში, მასმედიაში, სოცქსელებში, იუთუბარხზე. თარგმნილია სხვადასხვა ენაზე. ფორუმზეც ვაქვეყნებ 2009 წლიდან. ამასთანავე, წელს, ივნისში დავასრულე „სტუდია შენენთოს“ მორიგი გადაცემა სახელწოდებით „ქართველი ერის შესაქმე”. ანონსიც იყო, თუმცა, რიგ გარემოებათა გამო, ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნება დროებით გადავდე.
მათთვის კი, ვინც ჩემს პოზიციას არ იცნობს, მოვიტან ერთ-ერთ ამომრჩეველთან დიალოგს.
შენენთო: ამ არჩევნებში ვის და რას აძლევ ხმას?
ამომრჩეველი: ევროკავშირს, ცალსახად.
შენენთო: თუ კაცი ხარ, იქნებ გამარკვიო, რა არის ეს ევროკავშირი?
ამომრჩეველი: სუპერნაციონალური პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირი.
შენენთო: ანუ ორ საყრდენზე მდგარი გაერთიანება, სადაც კლასიკური სოციალური ტრიადის — კულტურა, პოლიტიკა, ეკონომიკა — პირველი წევრი „კულტურა“ ამოღებულია?
ამომრჩეველი: არა, ეს მულტიკულტურული გაერთიანებაა.
შენენთო: მულტიკულტურალიზმი რომ სატყუარა იყო, ეს უკვე დადასტურებული და აღიარებული ფაქტია.
ამომრჩეველი: შეთქმულების თეორიების არ მჯერა!
შენენთო: არც ბრექსიტის?
ამომრჩეველი: ბრექსიტი შემდგარი ფაქტია.
შენენთო: ძალიან კარგი... ერთი ეს მითხარი, ევროკავშირი ევროპაა?
ამომრჩეველი: ცხადია, ევროპაა.
შენენთო: ბრიტანეთი?
ამომრჩეველი: ცხადია, ისიც.
შენენთო: შენი აზრით, ბრექსიტი ევროპიდან გასვლაა თუ ევროკავშირიდან?
ამომრჩეველი: ცხადია, ევროკავშირიდან.
შენენთო: რა გამოდის, ევროპა და ევროკავშირი ერთი და იგივე აღარ არის?
ამომრჩეველი: მგონი ცოტა ავირიე…
შენენთო: იმას თუ მაინც ხვდები, ევროპელი ბრიტანელი ევროკავშირიდან რომ გადის და შენ კავკასიელი ქართველი ევროკავშირში შესვლაზე რომ ოცნებობ, სადაც კულტურულად განწირული ხარ?!
ამომრჩეველი: აბა, რუსეთი გინდა?!
შენენთო: არა, ჩემი პოზიცია ოდითგანვე ასე ჟღერს: საქართველო არ უნდა შევიდეს დღეს არსებულ არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში! საქართველოსთვის ძალთა ბალანსირების პრინციპი მხოლოდ ტაქტიკური იარაღი უნდა იყოს. ყველამ უნდა იცოდეს, შინ და გარეთ, რომ საქართველო მუდამ თავის სიმღერას მღერის! აი, ეს უნდა გახდეს ქართული პოლიტიკის სტრატეგია.
ამომრჩეველი: შენენთო კი არა, ყველა მთავრობის შპარგალკა უნდა გერქვას შენ! მაგრამ მუდამ შენსავე წინააღმდეგ რომ იყენებენ მაგ ყველაფერს, ვერ ხედავ?!
შენენთო: ვხედავ, და არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებები, ევროკავშირიც! და არა მხოლოდ ევროკავშირი! ეგეც დადასტურებული ფაქტებია! მაგრამ „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს!“
თქვენ რას იტყვით, ძვირფასო ფორუმელებო?
ოღონდაც, ის არ თქვათ ახლა, მაგ ყველაფერს დიდი გამოცდა ელისო
გამოცდილია, კაი ხანია, მათ შორის, ფორუმზეც
აბა, თქვენ იცით
დუმილი ოქროა რჩეული
This post has been edited by Queeestion on 13 Dec 2023, 22:06