(IMG:http://img521.imageshack.us/img521/5202/omlogopc3.gif)
დღემდე ერთადერთი ფრანგული კლუბი რომელსაც აქვს მოგებული ყველაზე პრესტიჟული ევროპული ტურნირი.
(ამით მე ვფიქრობ უკვე ბევრია ნათქვამი) :yes:
კლუბი დაარსებულია 1899 წელს.
8 გზის საფრანგეთის ჩემპიონი— 1936/1937, 1947/1948, 1970/1971, 1971/1972, 1988/1989, 1989/1990, 1990/1991, 1991/1992.
10 გზის საფრანგეთის თასის მფლობელი.— 1923/1924, 1925/1926, 1926/1927, 1934/1935, 1937/1938, 1942/1943, 1968/1969, 1971/1972, 1975/1976, 1988/1989.
1993 წელს «მარსელი» ხდება ზედიზედ მეხუთედ საფრანგეთის ჩემპიონი და იგებს ჩემპიონთა ლიგას თუმცა შემდგომ ამ კლუბის გარშემო აგორებული სკანდალის გამო კლუბს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ამ ტიტულს უუქმებს ამ კლუბს და არ რთავს ნებას მიიღოს მონაწილეობა ევროპის სუპერთასსა საკონტინენტთაშორისო თასებისთვის ბრძოლაში.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამვე მომდევნო სეზონში კლუბი ჩამოაცილა ჩემპიონთა ლიგას და დააქვეთა საფანგეთის მეორე დივიზიონში.
(IMG:http://img337.imageshack.us/img337/4589/imagescascynzesu9.jpg)
Robert Louis-Dreyfus 1996 წელს კლუბი ადიდასის ხელმძღვანელის რობერ ლუი-დრეიფუსის ხელშეწყობით ახერხებს დაუბრუნდეს საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონს სადაც დღემდე გამოდის.
(IMG:http://img337.imageshack.us/img337/2315/imagesca547conyr0.jpg)
Bernard Tapie ყოველივე და ყველაფრის მიუხედავად კლუბი მაინც ასოცირდება პიროვნებასთას, არაორდინალურ და სკანდალებით მოცულთან, საინტერესო ისტორიის მქონე და დიდი ინტრიგების თანამონაწილესთან როგორც საფეხბურთო ისე პოლიტიკურ ცხოვრებაში, მისიე ბერნარ ტაპისთან.
მოკლედ ეს მცირე ინფორმაცია ამ კლუბის გარშემო.
P.S.ეხლა მე როგორც "სუივერნი" ადამიანი და გარკვეული მიზეზების გამო ჩემს საქომაგო კლუბის თემაში დღეს(2007/11/12) არ მინდა გავაკეთო არანაირი პოსტი გადავწყვიე კლუბს რომელთანაც უწევს ჩემს საქომაგო კლუბს თამაში გაუხსნა თემა მითუმეტეს რომ ამ კლუბს დამოუკიდებელი მიზეზების გარეშეც შეიძლება რომ ჰქონდეს თემა ამ ფორუმში.