#60900192 · 15 Dec 2023, 17:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საკმაოდ საინტერესო სიტუაცია შეიქმნა დიდი დავითის შემდეგ- როდესაც ტახტზე ავიდა დემეტრე, რომელიც დიდგორის მონაწილე და გმირი იყო; ჰოდა უცებ ასეთ მეფეს უჯაყნდება თავისი შვილი დავით მე-5 და უშვებს მონასტერში- ანუ ტახტიდან გადადგომას აიძულებს, შემდეგ ქართული წყაროების მიხედვით დემეტრე ლოცულობს რომ მოკვდეს დავითი და ჰოი საოცრება 6 თვეში გადის მარილზე დავითი. ბრუნდება ჩვენი დემეტრე და ხდება ისევ მეფე და მოსაყდრედ იყვანს გიორგის და ტოვებს მეფედ გიორგის. ამ ყველაფერს შემდეგ მოჰყვება დემნას ცნობილი აჯანყება და დავით აღმაშენებელის მამაკაცის ხაზის შეწყვეტა.
მოკლედ, რა მაინტერესებს ახლა- ქართული წყაროების მიხედვით დავით მე-5 არ არის კარგი ტიპი და მის მარილზე გასვლას ღმერთის საჩუქრად თვლიან, საპირისპიროს ამტკიცებს სომხური წყაროები, რომლებიც აქებენ დავითს და სომხების მფარველად მიიჩნევენ და როგორც მათ მიერ დაწერილში ჩანს, მაგარ ბონუსებს პირდებოდა დავითი. სომხური წყაროების მიხედვით დავითი მოწამლეს ორბელიანებმა მეფე გიორგისთან შეთანხმებით. დიდი მარჩიელობა არ სჭირდება იმას, რომ დავითი მოკლეს, ასე რომ, მაგ მხრივ სომხური წყაროები სიმართლეს უნდა ამბობდენ, მაგრამ მე რა მაინტერესებს იცით- რატომ შეიძულა ასე დემეტრემ ეს დავითი სიცოცხლეში იმდენად, რომ გიორგის უპირებდა გამეფებას - ანუ არღვევდა წესს ტახტის უფროს შვილზე გადაცემის.
დავითიც მაგიტომ აჯანყებულა (სომხურ წყაროებში თუ არ ვცდები აჯანყება არ ხდება და დავითი დემეტრეს შემდეგ ადის ტახტზე).
რატომ აითვალწუნა ამ ჩვენმა დემეტრემ ესე ეს დავითი საინტერესოა.
სხვადასხვა ქალებისგან ხომ არ ჰყავდა და გიორგის დედა უფრო ხომ არ უყვარდა და მაგიტომ მოინდომა დავითის მოტეხვა ?
თქვენ რას იტყვით ?
|