მეტეხის ტაძრის მედავითნე "ნაციონალური მოძრაობის" 9 აქტივისტმა სცემა!ბოლნისის რაიონის სოფელ ტანძიაში მეტეხის ტაძრის მედავითნე, 9 შვილის მამა პართენ ღვალაძე "ნაციონალური მოძრაობის" 9 აქტივისტის მიერ მისი ცემის შესახებ იუწყება. "მე ბოლნისის რაიონში მობლური ჯგუფის წევრიც ვარ და ხვალ არჩევნების პროცესს უნდა დავკვირვებოდი. ცემენ ჩემს მცირეწლოვან შვილებს. დღეს კი მანქანიდან გადმომათრიეს და 9 კაცმა მცემა. საეკლესიო შესამოსელის გახდაც ვერ მოვასწარი. ყველას ვთხოვ, სოფლიდან ოჯახის გაყვანაში დამეხმაროს. ვევედრები და ვთხოვ ბიძინა ივანიშვილსაც, ვინმე დამახმაროს, რომ ამ სოფლიდან გავაღწიო, სანამ ოჯახი ამომიწყვიტეს. ამ სოფელში საშიშია ღამის გათენებაც კი", - განაცხადა პართენ ღვალაძემ.
http://www.gd.ge/?m=2&news=1022