რამდენიმე დღის წინ გავიდა ქართულ სერიალში სიუჟეტი სადაც გოგოს და ბიჭს შორის ყველაფერი იდეალურადაა, შეყვარებულები არიან. მერე ეს ბიჭი ბინას ნახავს ცალკე გადასასვლელად, ამ ბინის მისამართი გოგოს არ აკმაყოფილებს და ურთიერთობა ინგრევა. ძალიან ბევრი ნახვა დააგროვა ამ ვიდეომ რაც იმაზე მიუთითებს რომ პრობლემა რეალურია, კომენტარებიც ამას მიუთითებს, ატეხილია ერთი ამბავი კომენტარებში მაგრამ მარტო ლანძღვა თრევაა და მიზეზებზე არავინ საუბრობს ხოდა აი ეს ფენომენი კონკრეტულად საიდან მოდის და რა საფუძვლები აქვს რომ გოგოს მაინცდამაინც ცენტრში უნდა ყოფნა და იმის იქით ვერ წარმოუდგენია ვერაფერი? თუ დათანხმდება საზოგადოების ზურგს უკან დაცინვის ეშინია თუ რა მიზეზია?
ესაა ლინკი, დადება არ ვიცი ფბ ვიდეოსი და ლინკს ვაგდებ
https://fb.watch/oXTRlL7XL7/?mibextid=RtaFA8