გადმომაქვს ჩემი ფეისბუქ გვერდიდან
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნდს
“მესამე ძალები” - ახალ-ახალი საარჩევნო ქვილთები?!
მოგროვდებიან ერთ მშვენიერ დღეს “მრავალპარტიაგადანახადი” თუ ,, მრავალმთავრობაგადანახადი” თუ ,, მრავალჩათლახობაგადანახადი” და- ძველებული სახეები;
რამდენიმე კაცი, აქა-იქ ქალებსაც რომ შეირევს გენდერული ბალანსისათვის…. ჩაატარებს შეკრებას, დაისწრებს მასმედიას, ,, გუნდსა და არქიელს” და შეყრის ქვეყანას:
- არიქათ, აგერ, მესამე ძალა მოვედითო! ახალს არა და არა გაიჭაჭანებენ სიახლოვეს.
ცოტა ბოტოქსი, ცოტა ფილერი, თუ რაცაა და ისევ და-ძველ-ებულ სახეს უნდა, ახლად და ცინცხლად შესაღდეს საზოგადოებას.
რა მისი ბრალია, წლები თუ გარბიან და დაუნდობლად მიაქვთ ის, რასაც სიახლე ჰქვია?! რაც ადრე ან ჰქონდათ კიდეც, ან არ ჰქონდათ და შეეძლოთ, ილუზია შეექმნათ.
ეს მაინც რა ოხრობაა!
ხალხის ხსოვნას ვერ უშვრებიან ვერაფერს. ამ ინტერნეტმა კიდევ, საერთოდ გააფუჭა საქმე.
ყველას ძველ ცოდვებს თან ბებერი მოძღვრის გულივით სამუდამოდ ინახავს, მაგრამ/თან დაგუგლავს ვინმე და ეს ეშმაკის მანქანა ერთ წამში სოფლის ჭორიკანასავით ზედ შარაგზაზე გამოფენს ყველაფერს, მთელი ფაქტებით, ლინკებით, ფოტოებით, ვიდეოებით!
ჩემო ძალიან ტკბილებო და მონდომებულებო!
ეს - მესამე ძალა კი არა, უბრალოდ, “საარჩევნო ქვილთია”.
იმისთვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვო, როგორც მესამე ძალამ, პირველის თუ არა, მეორის საპირწონე ხომ მაინც უნდა იყო, არა?
ეგრე - ტყუილი თვითმარქვიობა გამოდის, ერთი მრავალთაგანი!
“ქვილთი” - ხომ იცით, რაც არის?
- საბანია, აწყობილი სხვადასხვა ქსოვილის ნაკუწ- ნარჩენებისგან. ზოგან ხელოვნების რანგშიცაა აყვანილი მისი მოხატულობა, ზოგან ბალიშებს და ჭრელ კაბებსაც კი კერავენ მისი პრინციპით, მაგრამ ქვილთი - მაინც ქვილთია - სხვადასხვა ძალის ნაკუწები.
ბოლო დაგვირისტებამდე ქვილთს დიდხანს, გულმოდგინედ ლამბავენ და ბლანდავენ, თუ რამე ასცდა ზომას და ჩანაფიქრს, არღვევენ და ახლიდან აწყობენ… წვალებაა, რა!
ეს მესამეობის მოსურნეთა ერთობლიობა, ჯერ დალამბულ-დაბლანდულიც არ არის, არათუ დაგვირისტებული.
არჩევნებმდე, ფორსირებულ დროში, ვეტმფრენებიდან ფულები თავზეც რომ აყაროს მთელს ქვეყანას, ციური მანანასავით, მაინც ვერაფერს მოასწრებს.
“კარგი ნიშა გამოჩნდა, ცარიელია და მოდი, ჩვენ დავიკავოთო”, ეგრე რომ არ ხდება ამომრჩევლის ნდობის მოპოვება, მე, დიასახლისი ვხვდები მაგდენს და ჩემზე კარგად პოლიტიკოსებმა არ იციან?
ეგრე ხომ ყველა იტყვის და ამბობს კიდეც მესამე ძალა - ეს მე ვარო. “მესამე ხმაც მოვედიო”
სოფლის შენებას რა უნდაო”!
არა, ეგ არ ჰყოფნის!
ისეთ აბსურდამდე მიდის საქმე, რომ ლამისაა, მესამეძალობის მოსურნეთა კონკურსი ცალკე გახდეს გასამართავი, არჩევნებამდე.
მთავარია, სხვას ვის მიაჩნიხარ ასეთად.
მოკლედ,ჩემი წინასწარმეტყველებით, თუ არჩევნები პატიოსნად ჩატარდა, და იმედია, ასეც იქნება, მესამეძალობის მოსურნეებს თავისი საარჩევნო ქვილთებით - დამარცხება გარანტირებული გაქვთ.
სხვა - რა და როგორ მოხდება, არ ვიცი.
ვიცი ერთი და უსაზღვროდ მიხარია - საქართველო - ევროკავშირის წევრობის კანდიდატია!
გაუმარჯოს საქართველოს!
This post has been edited by nino darbaiseli on 29 Dec 2023, 21:23
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს.
...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004